საზოგადოება

საქართველოში ირანელი ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა

28.10.16 21:10


იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ირანიდან 120,8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 513%-ით მეტია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

მიმდინარე წლის სექტემბერში ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორების მაჩვენებელმა 28,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 571,9%-ით მეტია.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ირანიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმითაა განპირობებული.

ირანთან უვიზო რეჟიმი 2016 წლის თებერვლიდან ამოქმედდა.

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ ირანს მეექვსე ადგილი უკავია. ლიდერთა სამეულში არიან აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები