ანალიტიკა

ევროკავშირს ზანგეზურის დერეფნის „ხელში ჩაგდება“ სურს

01.09.22 20:50


უკრაინის ომმა და ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივმა ბლოკადამ გამოიწვია ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, რაზეც იგივე ევროკავშირი კრიტიკულად არის დამოკიდებული. იმის ანაზღაურება, რასაც ევროკავშირი ვერ იღებს რუსეთიდან, შესაძლებელია  კასპიის აუზის ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან. შემთხვევითი არ არის, რომ 2022 წლის 18 ივლისს ბაქოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი. ვიზიტის ბოლოს  გაფორმდა მემორანდუმი ევროპის ბაზარზე აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ.

 

მაგრამ ბრიუსელის მოჭარბებული ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ არ შემოიფარგლება მხოლოდ გაზის მიწოდების გაზრდით. ევროპა ასევეა დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის გზით ცენტრალურ აზიაზე გასვლით, რომლის როლი ევროპული კორპორაციებისთვის მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს რუსული ბაზრის დატოვება. აქ კი მთავარ პრობლემად, რომელიც აფერხებს რეგიონის გავლით ტრანზიტის განვითარებას, რჩება სომხური ანუ ზანგეზურული „ბარიერი“, რომელიც  მიზანშეწონილია  რაც შეიძლება მალე იქცეს  დერეფნად ყველა ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშისათვის. უფრო მეტიც, როგორც ევროპისთვის ასევე რუსეთისთვის, რომელსაც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ახალი სახმელეთო გზები თურქეთთან ურთიერთობისთვის.

 

უკვე არსებობს პრინციპული შეთანხმება იგივე ზანგეზურის დერეფნის განბლოკვის შესახებ. ეს  44-დღიანი ომის შემდეგ რუსეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საკვანძო  პუნქტია. მაგრამ ბოლო დროს რუსეთსა და ევროკავშირს შორის ერთგვარი კონკურენცია შეიმჩნევა - ვინ უფრო სწრაფად „ჩაიგდებს ხელში ზანგეზურის დერეფანს“ და შეასრულებს მთავარ როლს მის განბლოკვაში. ფასი ძალიან მაღალი - კონტროლი ტრანზიტული ტრანსკონტინენტური ნაკადის მნიშვნელოვან ნაწილზე.

 

ცხადია, რუსეთს მნიშვნელოვანი „კოზირი“ უჭირავს ხელში კომუნიკაციების განბლოკვაში. ესენი არიან რუსეთის ფედერაციის სამხედროები, რომლებიც ჯერ კიდევ სამშვიდობოების სახით იმყოფებიან აზერბაიჯანულ ყარაბაღში, თითქმის 2 წელია უზრუნველყოფენ ლაჩინის დერეფნის ფუნქციონირებას და მოუწევთ უზრუნველყონ ზანგეზურის დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირება. მაგრამ ევროკავშირს აბსოლუტურად არ სურს ახალი სატრანზიტო მარშრუტი მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ მოექცეს. ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსი სამხედროების როლი ტრანზიტის უზრუნველყოფაში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და თუ ეს შესაძლებელია, საერთოდაც გაუქმდეს. ისევე, როგორც რუსეთის სამხედრო ძალების არსებობა სამხრეთ კავკასიაში. ევროკავშირმა ასევე კარგად იცის, რომ რუსეთი ეცდება თავს მოახვიოს საკუთარი არსებობა, დაეყრდნობა სომხურ მხარეს და დაარწმუნებს სომხებს სავარაუდო „გენოციდის საშიშროებაში“  თუ რუსი სამხედროები დატოვებენ რეგიონს.

 

თუ აზერბაიჯანი და სომხეთი მოახერხებენ დამოუკიდებლად ან ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმდნენ სატრანზიტო კომუნიკაციების ფუნქციონირებაზე თუ ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას და დამყარდა ნაყოფიერი თანამშრომლობა სომხეთსა და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, მაშინ რუსეთი თავისი „ძალისმიერი კომპონენტით“ ფაქტობრივად რეგიონში შეიძლება საერთოდ აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა ის გამოიყენებს იგივე ზანგეზურის დერეფანს, ოღონდ სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში და არა როგორც „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი მოთამაშე“. მით უმეტეს არა როგორც ძალა, რომელიც ეყრდნობა რევანშისტებს სომხეთში და სეპარატიზმის, საზღვრების გადაკეთებისა და ეთნიკური წმენდის ლოგიკისკენ მიბრუნებას.

 

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ 2022 წლის 31 აგვისტოს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლის შარლ მიშელის სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა, შესაძლოა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის საკითხი, იგივე ზანგეზურის დერეფანი იყო. ევროკავშირს აშკარად სურს დააჩქაროს ის პროცესები, რომლებშიც ის გახდება მისი მთავარი მოდერატორი. ამავდროულად, ევროკავშირი სომხების მიმართ „რევერანსებს“ არ იშურებს, აქედან გამომდინარე, საუბრობენ დაკავებული სომეხი დივერსანტების შესაძლო გათავისუფლებაზე ევროკავშირის შუამავლობით.

 

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:

 

„როგორც  ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, მაისში მოვილაპარაკეთ, დღეს მე მივიღე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი.

 

ეს იყო ჩვენი მეოთხე დისკუსია ამ ფორმატში. ჩვენ ვმსჯელობდით  სამხრეთ კავკასიის ბოლო მოვლენებსა და ევროკავშირსა და ორივე ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. აზრები ღიად და შედეგიანად გავცვალეთ და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ორივე ლიდერს. განვიხილეთ საკითხების მთელი სპექტრი, რომელიც ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი იყო.

 

ძალიან სასიხარულოა, რომ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად.

 

მშვიდობიანი შეთანხმება

დღეს ჩვენ შევთანხმდით სამშვიდობო ხელშეკრულების ხელშეწყობისთვის არსებითი სამუშაოების ამოქმედებაზე, რომელიც არეგულირებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და დავავალეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ შეიკრიბონ ერთი თვის განმავლობაში, რათა იმუშაონ ტექსტების პროექტებზე.

 

ჰუმანიტარული საკითხები

ასევე დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული საკითხები: განნაღმვითი სამუშაოები, პატიმრები და დაკარგული პირების ბედი. პრეზიდენტმა მიშელმა აზერბაიჯანს ხაზგასმით განუმარტა სომეხი დაკავებულების შემდგომი გათავისუფლების მნიშვნელობა. ევროკავშირი გააგრძელებს ამ საკითხებზე მუშაობას.

 

სასაზღვრო საკითხები

ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში და ასევე განვიხილეთ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის ვარიანტები.

 

ჩვენ შევთანხმდით, რომ დელიმიტაციის კომისიების შემდეგი სხდომა ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

 

კომუნიკაციები

ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვის მთელი რიგი პირობები.

 

ყველა ამ დისკუსიასთან დაკავშირებით, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ორივე მხარის მოსახლეობის ჩართვა და მათი მომზადება გრძელვადიანი მყარი მშვიდობისთვის.

 

ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო განცხადებებს - ასეთ დელიკატურ სიტუაციაში ყოველი ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა აშკარად ესმის და აიწონება მეორე მხარის მიერ.

 

ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გაზარდოს მხარდაჭერა გრძელვადიანი მყარი მშვიდობისკენ. ევროკავშირი ასევე გააგრძელებს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, რომელიც მიზნად ისახავს ორივე ქვეყნის კეთილდღეობასა და მათი ხალხების კეთილდღეობას.

 

ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ფორმატში კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს ნოემბრის ბოლომდე“.

 

შარლ მიშელის განცხადებიდან ჩანს, რომ ევროკავშირი უკიდურესად დაინტერესებულია როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების უსწრაფესი ხელმოწერით, ასევე კომუნიკაციების განბლოკვით. ბრიუსელში სამმხრივ შეხვედრამდეც, ევროკავშირის, როგორც შუამავლის აქტიურობამ უკვე გამოიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ეჭვიანობა“. რამდენადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აზერბაიჯანული პორტალ „მოსკოვი-ბაქოს“ კითხვის პასუხად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ევროკავშირის შუამავლობის შესახებ განაცხადა, რომ ევროკავშირის საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში "განპირობებულია გეოპოლიტიკური ამბიციებით" და ძალიან ჰგავს მცდელობას "ურცხვად მიითვისოს შუამავლის გვირგვინი მათ მიერ, ვინც ცდილობს შუამავლად წარმოაჩინოს თავი, თუნდაც არ იყოს შუამავალი".

 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციას კომუნიკაციების განბლოკვისა და ზანგეზურის დერეფნის გახსნის დაჩქარებაში ხელს არავინ უშლიდა. შეგახსენებთ, რომ ლაჩინის დერეფანმა 44-დღიანი ომის დასრულებისთანავე შეუფერხებლად დაიწყო ფუნქციონირება რუსეთის "მეთვალყურეობის ქვეშ". 2022 წლის აგვისტოში აზერბაიჯანმა ახალი გზა ააშენა და ლაჩინის დერეფანი „ახალ მარშრუტზე“ გადავიდა.  ამავდროულად, რუსეთს არაფერი უშლიდა ხელს, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო ზანგეზურის დერეფნის ფუნქციონირება და სურვილის შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე აეგო ახალი გზა მეგრის გავლით.  მაშინ არავინ „მიითვისებდა შუამავლის დაფნის გვირგვინს“. თუმცა, კრემლი დიდი ხნის განმავლობაში იმედოვნებდა, რომ რევანშისტები დაბრუნდნენ სომხეთის ხელისუფლებაში, შემდეგ კი მათ ზოგადად წამოიწყეს ავანტიურა უკრაინაში აგრესიით.  შედეგად რუსეთის ფედერაციამ თავი ჩაიგდო ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა გეოპოლიტიკური ძალები ირგებენ სამშვიდობოების როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

 

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები