ანალიტიკა
03.09.22 23:10
აფხაზეთის პოლიტიკური პარტიის "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის" ლიდერმა, ასლან ბარციცმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სეპარატისტული მთავრობის მიერ განხორციელებული მიწების გასხვისების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის გეგმებმა შესაძლოა დაასრულოს პროექტი სახელწოდებით „დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფო“. " ხოლო გამოცემის „კავკასიის ექო“ კორესპონდენტის კითხვაზე „როგორ უკავშირდება ბიჭვინთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის საკითხები აფხაზურ პროექტს?" ასლან ბარციცმა განაცხადა შემდეგი:
„ის საკითხები განუყოფელია. რაც შეეხება ბიჭვინთის საკითხს, მთავარია რა დგას მის უკან. უკვე გამოცხადდა, რომ თურმე ბიჭვინთა ერთგვარი ლაკმუსია, ტილების ტესტი. თუ მას დადებითად გადავწყვეტთ, მაშინ ამას მოჰყვება აფხაზური მიწის ყიდვა-გაყიდვის ფაქტიური ლეგიტიმაცია. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ მიწების გაყიდვის შემდეგ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღსასრული დადგება, ამ ზღვარს რომ გადავკვეთთ, ჩვენ ვერ ვიქნებით ჩვენს საკუთარ მიწებზე ბატონ-პატრონები.
იქნებიან სხვა მესაკუთრეები, ნებისმიერ სხვა მფლობელს ექნება სხვა ინტერესები, ვერც ერთი ბიზნესი ვერასოდეს შეძლებს კომპეტენტურად, ნათლად და რაც მთავარია, სიფრთხილით იზრუნოს საკუთარ მიწაზე, სამშობლოზე. თუ უფლებას მივცემთ, ყველაფერს გაყიდიან. ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს თავისუფლება მისცა მათ, ვინც მზად არის ფული იშოვოს. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა დაიწყება აფხაზეთში თუ ღმერთმა ნუ ქნას, მიწის ყიდვა-გაყიდვის ნებართვას გასცემენ! ეს იქნება ოთხმოცდაათიანი წლების რუსეთი თუ ვინმეს დაავიწყდა. აქ კიდევ უფრო უარესი იქნება, იქნება მკვლელობები, ადამიანები ფიზიკურად განადგურდებიან გოჯი მიწისგამო, ეს უნდა გაიაზროს და გაითავისოს ყველამ, განურჩევლად ეროვნებისა. არ გაარჩევენ რუსს, სომეხს თუ აფხაზს, არჩევანს იმის მიხედვით გააკეთებენ თუ რამდენად მიმზიდველია კომერციული თვალსაზრისით თქვენი მიწა“.
აი, ამ ბოლო „არ გაარჩევენ“-ში კი თუ ვის მოკლავენ აფხაზური მიწის გამო, ასლან ბარციცი ნამდვილად ცდება. გაარჩევენ და თანაც როგორ! აბა სცადეთ არათუ მოკლათ, არამედ გარკვეულწილად შეზღუდოთ "უძველესი მრავალტანჯული ერის" წარმომადგენლის მადა. მაშინვე, როგორც დიასპორა, ასევე სომხური ლობის მიერ მოქრთამული საერთაშორისო ორგანიზაციები „გენოციდზე“ აყაყანდებიან.
ვისაც აუცილებლად მოკლავენ აფხაზეთში მიწისა და უძრავი ქონების გამო - ეს თავად აფხაზები არიან. უფრო მეტიც, აფხაზურ მიწაზე პრეტენზიას „მრავალტანჯულნი“ პირველები გააკეთებენ, თუმცა დღეს ყველგან „მეგობრობაზე და ძმობაზე“ ისე საუბრობენ, როგორც 1992 წლამდე მეზობელ ქართველებთან.
უფრო მეტიც, მიწისა და უძრავი ქონების გამო გენოციდისა და ხოცვა-ჟლეტის პრეცედენტი უკვე იყო აფხაზეთში, 1992-1993 წლებში. მართალია, მაშინ დახოცეს ქართველები, როგორც ყველაზე დიდი მკვიდრი მოსახლეობა. მაგრამ როგორც ბოლო მოვლენებმა აჩვენა, არა იმისთვის, რომ სეპარატისტული პროპაგანდით მოტყუებული ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ჯგუფისთვის, აფხაზებისთვის გადაეცათ მიწები.
ბიჭვინთის ამბავი ამის ყველაზე მჭერმეტყველი დადასტურებაა. ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის მომხრეების მთავარი არგუმენტი არის „პუტინს მოეწონა ეს მიწა, მას სურს აქ ჰქონდეს თავისი რეზიდენცია“! არავის აინტერესებს ან იქნებ თავად აფხაზებს სჭირდებათ ეს მიწა?
თავად აფხაზები ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ მათი სეპარატისტული „სახელმწიფო“ ბოლო დღეებს ითვლის, უცხოებს სჭირდებათ მათი მიწა, თავად აფხაზები კი ამ მიწაზე არ არიან საჭირო. ხოლო აფხაზების ეთნიკური წმენდის პერსპექტივა აფხაზეთში საკმაოდ რეალურია. უფრო მეტიც, ეთნოწმენდა, რომელიც აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არც არავის ეცოდინება და არც ემახსოვრება. შემთხვევითი არ არის, რომ იგივე ასლან ბარციცმა გაიხსენა 90-იან წლებში რუსეთში მომხდარი უკანონობა, როდესაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. ვინმეს ახსოვს დღეს ეს მსხვერპლი?
ასეთ ვითარებაში ძალიან უცნაურია, რომ აფხაზების იმედს რუსეთის „სამართლიანობაზე“ ამყარებენ. ნუთუ აფხაზებს დაავიწყდათ, ვინ მოუწყო მე-19 საუკუნეში გენოციდი და ვის გამო მოხდა მუჰაჯირიზმის ტრაგედია? უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი მოვლენები იმავე უკრაინაში გვიჩვენებს თუ როგორ ექცევა კრემლი მათ, ვინც გაბედავს მის ნებას შეეწინააღმდეგოს და "ნებით" არ თმობს მიწებს, რომლებიც რუსებს სათავისოდ მოსწონთ.
ალექსანდრე ჩხეიძე
წაკითხულია : 541
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0005.12.23
-
17:4005.12.23
-
17:2005.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
17:0005.12.23
-
16:4005.12.23
-
16:2005.12.23
-
16:0005.12.23
-
15:4005.12.23
-
14:3005.12.23
-
14:0505.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
12:4505.12.23
-
12:2005.12.23
-
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
12:0005.12.23
-
11:2505.12.23
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
11:0005.12.23
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს
10:4005.12.23
-
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
10:2005.12.23
-
10:0005.12.23
-
23:0004.12.23
-
18:0504.12.23
-
17:3504.12.23
-
16:5004.12.23
-
16:2004.12.23
-
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
15:3004.12.23
-
15:1004.12.23
-
5 დეკემბერს თბილისში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა
14:4004.12.23
-
ლევან ხაბეიშვილი - მზად ვარ, ჩემზე ყველანაირი დარტყმა ავიღო!
14:1504.12.23
-
5-7 დეკემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
13:4004.12.23
-
13:1004.12.23
-
12:4004.12.23
-
საქსტატი: 2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1% შეადგინა
12:2004.12.23
-
12:0004.12.23
-
გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს
11:4004.12.23
-
გიორგი ვოლსკი: კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ
11:2004.12.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ლევან ხაბეიშვილი აშშ-ში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
11:0004.12.23
-
10:4004.12.23