საზოგადოება

პატრიარქი შესაძლოა რუსეთში გაემგზავროს

31.10.16 15:55


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე შესაძლოა რუსეთში გაემგზავროს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის დაბადების 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებზეა მიწვეული, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, გაემგზავრება თუ არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში.

„მიიღებს თუ არა უწმინდესი საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას, ორშაბათს უფრო დაზუსტებით გვეცოდინება“, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ.

გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის რუსეთში ვიზიტი 18 ნოემბერს იგეგმება. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში დაიბადა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები