ანალიტიკა

სომხეთი ცდილობს ომის პროვოცირებას  რუსეთის სომხეთიდან "გასვლის" შესაფერხებლად და "საერთაშორისო ძალების" შემოყვანის დასაჩქარებლად

13.09.22 11:40


2022 წლის 12 სექტემბრის საღამოს და 13 სექტემბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიის მასიური დაბომბვა დაიწყეს ზანგეზურში შეხების ხაზის გასწვრივ. აზერბაიჯანის არმია იძულებული გახდა ეპასუხა ამ პროვოკაციაზე, რის შემდეგაც სომხეთმა „დახმარება“ ითხოვა „სომხეთის სუვერენული ტერიტორიების წინააღმდეგ“ სავარაუდო აგრესიის გამო. ასეთი გადაწყვეტილება პროვოკაციების დაწყების შემდეგ მიიღეს სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა.

 

ერევნის რეჟიმის ამჟამინდელი სამხედრო პროვოკაციის მიზეზი აშკარაა. სომეხი ნაციონალისტები მანიაკალურად მიელტვიან არ შეასრულონ აზერბაიჯანის ზანგეზურის დერეფნის მიწოდების ვალდებულება და ამ მიმართულებით ყველა შეთანხმება „გაუქმონ“. მაგრამ  ზანგეზურის დერეფანზე ხელშეკრულებების შესრულება ნამდვილად საჭირო იყო! სომხეთს ამას მუდმივად ახსენებდა არა მარტო რუსეთი, რომელსაც ასეთი დერეფანი სჭირდება, არამედ ევროკავშირიც.

 

სომხეთს ნებისმიერი ფორმით სურს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „ხიდის“ შენარჩუნებაშეუმდგარი „არცახელი“ სეპარატისტების სახით. ამჟამად ასეთი „ხიდის“ ილუზია შემორჩენილია ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის გამო, რომლებიც არ ჩქარობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებასთან დაკავშირებით.

 

უკრაინაში განცდილი მარცხი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინაშე მწვავედ სვამს ამ სამშვიდობოების (მათ შორის რუსული დაჯგუფება გიუმრიში) გაყვანისა და "უკრაინის ფრონტზე გადასროლის" საკითხს, რათა იქ კატასტროფული მარცხი აიცილონ თავიდან. შედეგად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დროზე ადრე „მიატოვონ თავიანთი სომეხი მოკავშირეები“. ხოლო ამგვარი პერსპექტივა, როგორც ჩანს, აიძულებს მათ ავანტიურაზე წასვლას. გათვლა მარტივია - ომის "დროზე ადრე" გაღვივება და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის "შეკავება". სანამ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სრული დამარცხების შეუქცევადი კატასტროფა მოსვლია. სომხეთი მიზანმიმართულად მუშაობს რუსეთის ფედერაციის ომში ჩათრევაზე, ვიდრე მას რაღაც ძალები მაინც შერჩენია სომხეთის მხარეს სამხრეთ კავკასიაში, როგორც „CSTO-ს მოკავშირეს“.

 

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ვეღარ დაუთმობს მეტ ყურადღებას სამხრეთ კავკასიას, ვინაიდან  საფუძვლიანად  "გაიჭედა" უკრაინაში, ერევანი მთელი მსოფლიოს გასაგონად "გაჰყვირიან"„საერთაშორისო ძალების“ შემოსვლის შესახებ სომხების „გენოციდისგან“ დასაცავად. მეტიც, ერევნის ხელისუფლებას აქვს გააზრებული, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჯარებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ. შემთხვევითი არ არის, რომ ზანგეზურში სიტუაციის გამწვავების წინა დღეს სომხეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პუბლიკაციაში lragir გამოჩნდა სტატია „რუსეთის ლიმიტები“ სამხრეთ კავკასიაში: შეიძლება თუ არა მოსკოვმა თავისი ჯარები გაიყვანოს?” (https://www.lragir.am/ru/2022/09/12/237523/): 

 

„სანამდე შეუძლია რუსეთს მივიდეს თავისი სავარაუდო ინტერესების დასაცავად ამიერკავკასიაში-ამის შესახებ სხვადასხვა მოლოდინები ჩნდება“, - წერენ რუსი ექსპერტები.

 

ექსპერტებმა დაიწყეს საუბარი რუსეთის „ლიმიტებზე“ უკრაინის არმიის წარმატებების ფონზე, ასევე კავკასიის საქმეებში შეერთებული შტატების აშკარა ჩართულობის ფონზე. საჯაროდ არაერთხელ დაიწერა, რომ რუსეთმა თავისი ჯარების ნაწილი სამხრეთ კავკასიიდან, მათ შორის, „არწახიდან“ გაიყვანა. ამავდროულად, ვაშინგტონი და ბრიუსელი აღარ მალავენ, რომ რეგიონში დარჩენილი საკითხების მოგვარებას რუსეთის გარეშე აპირებენ.

 

ივლისში ბაქოსა და ერევანს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი ეწვია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ჰქონდა სატელეფონო საუბარი პაშინიანსა და ალიევთან, ხოლო CIA-ს ხელმძღვანელი რეგიონში ჩავიდა.

 

25 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სამხრეთ კავკასიაში მთავარ მრჩეველად ფილიპ რიკერი დანიშნა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ერევანში იმყოფებოდა.

 

ერთ კვირაზე მეტია, სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი შეერთებული შტატებში პოლიგონიდან პოლიგონამდე დაჰყავთ და ომის თანამედროვე საშუალებებს აცნობენ. 8 სექტემბერს პენტაგონში პაპიკიანი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს კოლინ კალს, რომელთანაც განიხილეს სომხურ-ამერიკული თავდაცვის თანამშრომლობის მთლიანი დღის წესრიგი.

 

ბაქოში აღელვებულნი არიან რუსული ყოფნის „ლიმიტების“ შემცირებით. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტოფიგ ზულფუგაროვი მიიჩნევს, რომ „ბაქოს არ სჭირდება მინსკის ჯგუფის შუამავლობა ამ ეტაპზე“ და მისთვის საკმარისი თურქეთთან და რუსეთთან ურთიერთობა.

 

იმავდროულად, რიკერი ერევნიდან ჟენევაში გაემგზავრა, სადაც შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

 

საუბარი ასევე შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის მონაწილეობით 2021 წლის ივნისში მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა 15 სომეხი პატიმარი გაათავისუფლა და სომხეთმა აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.

 

რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაში შეერთებული შტატების მზარდი „ჩართულობის“ ფონზე, რუსეთის ყოფნის „საზღვრები“ შესაძლოა კრიტიკულ დონემდე შემცირდეს. მივა თუ არა საქმე სომხეთიდან და „არწახიდან“ რუსული ჯარების სრულ გაყვანამდე? სომხეთის დასავლელ პარტნიორებს ასევე მოუწევთ დარწმუნდნენ, რომ რუსული ძალების გაყვანამდე რეგიონში უკვე დგას საერთაშორისო ჯარები. 

 

როგორც ჩანს, ერევანში თავიანთი პროვოკაციებით სურთ დააჩქარონ რეგიონში ცნობილი „საერთაშორისო ჯარების“ შემოყვანა, რაზეც მათმა „დასავლელმა პარტნიორებმა“ უნდა იზრუნონ.

 

საქმე იმაშია, აჩქარდებიან თუ არა ახლა „დასავლელი პარტნიორები“? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს დაშლის საფრთხე არსებობს, რადგან საბერძნეთი ცდილობს ამ მიმართულებით, აშკარად პროვოცირება მოახდინოს სამხედრო შეტაკების სახით თურქეთთან. ერევანი ასევე დიდ იმედებს ამყარებს საბერძნეთი-თურქეთის ომზე, რათა „დახმარების“ მოთხოვნით მიმართოს ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს, რომლებიც ახლა მხარს უჭერენ საბერძნეთს (პირველ რიგში საფრანგეთს) .

 

თუმცა, როგორც ეს ხშირად მომხდარა ისტორიაში, სომეხი ნაციონალისტები თავიანთ გათვლებში საკმაოდ წარმატებულნი იქნებიან კიდევ ერთი ფალცსტარტით. მათ პროვოკაცია ისეთ სიტუაციაში წამოიწყეს, როდესაც მათი დასავლელი პარტნიორები ჯერ არ არიან მზად სამხედრო კონტიგენტის ჩარევისთვის. და ყველაფერი იქამდე მიდის, რომ სომხეთის სამხედრო პროვოკაციის შედეგად, საპასუხოდ, აზერბაიჯანი ზანგეზურში არა ერთ, არამედ რამდენიმე დერეფანს გაარღვევს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ „არცახელ“ სეპარატისტებს მოუწევთ სწრაფად გაქცევა აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, ისევე როგორც უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის ტერიტორიებიდან კოლაბორატორები და სეპარატისტები გარბიან უკუქცეული რუსული არმიის კვალდაკვალ ბოლო დღეებში.

 

ალექსანდრე გედევანოვი (გედევანიშვილი)

წაკითხულია : 820


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები