მსოფლიო

გერმანიის კანცლერი აზერბაიჯან-სომხეთზე - კონფლიქტს აზრი არ აქვს, ადამიანის სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად - მშვიდობით უნდა გადაწყდეს

15.09.22 11:00


კონფლიქტს აზრი არ აქვს. ადამიანის სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. მშვიდობით უნდა გადაწყდეს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

როგორც შოლცი განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა.

 

“ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს. ადამიანის სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის. ის იმედები, რომელიც გვქონდა ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირი, ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც, საქართველომაც უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ.

 

ვფიქრობ, უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომელსაც აქვს შედეგი ეკონომიკური ურთიერთობისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, ერთმანეთთან ივაჭროს, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ“,- აღნიშნავს შოლცი.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები