ანალიტიკა

ფაშინიანი დათანხმდა მშვიდობას, მაგრამ ვიღაცას სურს "სომეხების მსხვერპლად შეწირვა"

15.09.22 16:29


პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ საღამოს უპრეცედენტო ოფიციალური განცხადება გააკეთა. მან ისაუბრა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის (რა თქმა უნდა, ყარაბაღის ჩათვლით) აღიარების ფაქტობრივ მზადყოფნაზე. ნიკოლ ფაშინიანს ასევე კარგად ესმოდა, რომ მისი სიტყვები ბევრი, ნაციონალიზმით შეპყრობილ სომეხთა მხრიდან „ღალატად“ და უპირობო დანებებად აღიქმებოდა: 

 

"ხელს მოვაწერთ ფურცელს, რის შედეგადაც ბევრი მოღალატეს გვიწოდებს" მე ავიღე პასუხისმგებლობა მშვიდობის შესანარჩუნებლად რთული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ გადაწყვეტილებებამდე, რათა სრ-ს უსაფრთხოება, ხანგრძლივი სტაბილურობა, მშვიდობა უზრუნველვყოთ. დღეს ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს ფურცელს, რომლის სათაურია "მშვიდობიანი შეთანხმება", რომლის მიხედვითაც 6 თვეში ომი დაიწყება, გვინდა ხელი მოვაწეროთ ფურცელს, რის შედეგადაც ბევრი გაგვაკრიტიკებს, ბევრი დაგვწყევლის, ბევრი მოღალატეებად შეგვრაცხავს, შეიძლება ხალხმაც ჩვენი გადაყენებაც კი გადაწყვიტოს  და ჩვენ კმაყოფილი და მადლიერი ვიქნებით, რომ შედეგად 29800 კვ.მ. გადაჭიმულ სომხეთის რესპუბლიკაში მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს. მე მკაფიოს ვაცხადებ, მე მოვაწერ ხელს ამ გადაწყვეტილებას. და არ მაინტერესებს რა დამემართება შემდეგ, მაინტერესებს როგორი იქნება სომხეთის მომავალი“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

ნიკოლ ფაშინიანი მშვიდობას მას შემდეგ დათანხმდა,  რაც ომის გაღვივებისა და ამ ომში რუსეთის, როგორც CSTO-ს წევრი-მოკავშირის, „ჩათრევის“ მცდელობები დასრულდა სრული მარცხით. მაგრამ საპასუხოდ, CSTO-მ გაგზავნა "სიტუაციის შესაფასებლად მისია" და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბუნდოვნად გამოაცხადა "დამატებითი პრაქტიკული ნაბიჯების [შესახებ], რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციისკენ". ანუ რუსეთმა, რომელოიც  "ჩაეფლო“ უკრაინის ომში, ამით მიახვედრა, რომ ის ახლა არ იბრძოლებდა სომხური ინტერესებისთვის.

 

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარტო სომხური არმია ვერაფერს დაუპირისპირებდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს და ელოდა მხოლოდ დანაკარგები, პოსტების, ტერიტორიების დათმობა და გაქცევა, ასეთ გარემოში გაკეთდა ნიკოლ ფაშინიანის განცხადება სომხეთის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობის შესახებ. 

 

ბუნებრივია, რევანშისტებმა და სომეხმა ნაციონალისტებმა ასეთი განცხადება მაშინვე „ღალატად“ აღიქვეს და ერევნის ცენტრში შეკრება გამართეს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. სულ მალე, პირველი განცხადებიდან 2 საათის შემდეგ, ფეისბუქზე სომხეთის პრემიერის გვერდზე მოულოდნელად სრულიად განსხვავებული განცხადება გამოჩნდა.

 

„ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, ნუ მანიპულირებთ.

არც ერთი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც ვაპირებ ხელმოწერას. ეს არის ინფორმაციული დივერსია, რომელიც მიმართულია გარე არამეგობრული ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით“.

 

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ პაშინიანს უბრალოდ „ქუჩის შეეშინდა“ და იმისიც, რომ იგივე შურისმაძიებლები მის ხელისუფლებას დაამხობდენ . მაგრამ რევანშისტებმა არაერთხელ სცადეს მისი ამ გზით ხელისუფლებისთის ჩამოშორება. ქუჩის საპროტესტო აქციების დახმარებით მათ არაფერი გამოუვიდათ.

 

„ყარაბაღის კლანი“, თავისი აღმაშფოთებელი კორუფციით, იმდენად სძულს სომეხთა უმრავლესობას, რომ მიუხედავად „ფაშინიანის ღალატის“ გააფთრებული პროპაგანდისა, ხალხი არ გაჰყვა „ყოფილს“. ამჯერადაც თითქმის არ არსებობს გადატრიალების რეალური საფრთხე. თუმცა, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ბევრად უფრო ძლიერმა გარეშე ძალებმა ნიკოლ ფაშინიანს "სთხოვეს" არ ეჩქარა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ ვინ.

 

ფაქტია, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს, მშვიდობის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების წინა დღეს France-Presse (AFP) იტყობინება, რომ საფრანგეთი იწვევს გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა განიხილოს სიტუაციის გამწვავება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. პარიზი ამჟამად თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღმოჩნდა, რომ საფრანგეთი იწვევს გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა მთელ მსოფლიოს გამოუცხადოს „სომხების გენოციდის საფრთხის“ შესახებ, სომხები კი „მსხვერპლის“ როლს არ ასრულებენ და აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას აწერენ ხელს. რისკენაც მათ ამ ბოლო დროს რუსეთი უბიძგებს, რომელიც დაინტერესებულია ზანგეზურის დერეფნით და იმით, რომ არ გადაისროლოს უკრაინაში ასე საჭირო შეიარაღებული ძალები სამხრეთ კავკასიაში. აღმოჩნდა, რომ მთელი ფრანგული "თამაში" სომხეთთან, როგორც ცრუ "აგრესიის მსხვერპლთან", რომელსაც სასწრაფოდ "ესაჭიროება შველა",  ჩანასახშივე მოისპო.

 

იმისთვის, რომ საფრანგეთმა კვლავ იგრძნოს თავი „პრეტენზიების მქონე ზესახელმწიფოდ“, მას სჭირდება მხოლოდ „მსხვერპლები“, რომელთა „საშველად ის მიემართება“, ყველა სახის კოალიციის შეკრებით. ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუა ზღვის აუზში ასეთი კოალიცია იქმნება ჩვენს თვალწინ და მკვეთრად ანტითურქულია. ამ კოალიციაში საფრანგეთის გარდა შედის საბერძნეთი, ეგვიპტე, ირანი და სომხეთი. თუ სომხები დაიწყებენ ესკალაციას და წააგებენ მას „ხმაურით“, თუნდაც დაკარგონ ტერიტორიები, ეს კიდევ უფრო შეკრავს „კოალიციას“. სომეხ ნაციონალისტებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, მთელი მსოფლიოს გასაგონად იყვირონ, რომ სომხების შემდეგი „მხსნელი“ საფრანგეთია და რუსეთმა მათ „უღალატა“. ეს სომხებს პარიზის „მარადიულ მოვალეებად“ გადააქცევს.

 

ის ფაქტი, რომ ასობით და ათასობით სომეხი დაიღუპება, ხოლო  სომხეთის „ნარჩენები“ განწირული იქნება უიმედო სიღარიბისა და დეპრესიისთვის, საფრანგეთს დიდად არ აწუხებს. ბოლოს და ბოლოს, ეს არ არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა მან მთელი ერები გასწირა. თუმცა, ასეთი პერსპექტივით მოაზროვნე  სომხები ნამდვილად ვერ მოიხიბლებიან. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ „მარადიული მსხვერპლის და სხვათა თამაშებში საჯილდაო ქვის როლი არ არის საუკეთესო პერსპექტივა პატარა ხალხისთვის თანამედროვე სამყაროში.

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები