ანალიტიკა

აფხაზეთში „სომეხთა დიდი მიგრაციის“ წინ აფხაზებს „საქართველოსთან ომით“ აშინებე

17.09.22 17:02


დღითი დღე სულ უფრო მწვავედ დგება საკითხი ახალ „უძველეს ისტორიულ სამშობლოში“ მორიგი მასობრივი „სომეხთა დიდი მიგრაციისა“ . სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის ახალ ომში ჩათრევის კიდევ ერთი (და არა უკანასკნელი) მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ზანგეზურის დერეფნის შექმნის პროცესის დასაწყისი, რომელსაც სომხეთი წინააღმდეგობას უწევს, ახლოვდება. ახლოვდება აზერბაიჯანული ყარაბაღის შეუმდგარი „არცახის“ სეპარატისტებისგან სრული გაწმენდის მომენტი. აზერბაიჯანული მიწების „დაპყრობის“ ნაცვლად, დღეს სომხეთი იძულებულია „შემჭიდროვდეს“ ადრე მიღებულ აზერბაიჯანულ მიწებზე ზანგეზურსა და გოკჩას (სევანის) ტბის შემოგარენში.

 

ახალი ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინში, იმავე ზანგეზურში მცხოვრები სომხები უკვე „იბარგებიან“. ზოგიერთი სომეხი ექსპერტი უკვე ამბობს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების და სომხეთის რესპუბლიკის ფორმალური იურისდიქციის ზანგეზურზე შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, ნაციონალისტურად მოაზროვნე სომხებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან მონოეთნიკურ სახელმწიფოში ცხოვრებას, არ სურთ იცხოვრონ „საერთაშორისო“ დერეფნის პირობებში, რომელსაც თავისუფლად გამოიყენებს თურქეთი, აზერბაიჯანი და ყველა სხვა დაინტერესებული ქვეყანა. თუმცა მათ არავინ განდევნის ზანგეზურიდან ისე, როგორც მათ და მათმა წინაპრებმა განდევნეს ძირძველი მოსახლეობა, აზერბაიჯანელები, მშობლიური მიწიდან. 

 

ასეა თუ ისე, მაგრამ სომეხ ნაციონალისტებს შორის სულ უფრო იზრდება სურვილი, კვლავ აშენდეს მონოეთნიკური „ახალი სომხეთი“ სხვა „უძველეს“ მიწებზე, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატი მათ უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე ზანგეზურის კლიმატი, რომელიც სტრატეგიულად ხელსაყრელი პოზიციის მიუხედავად, მოკლებულია ზღვაზე გასასვლელს.

 

რა თქმა უნდა, საუბარია ოკუპირებულ ქართულ აფხაზეთზე. არაერთხელ გვითქვამს, რომ აფხაზეთში სომხური დიასპორა  "ბატონობს" - ისინი აკონტროლებენ ეკონომიკას და წარმოადგენენ ყველაზე დიდ ეთნიკური თემს, რომელიც რაოდენობრივად აჭარბებს აფხაზებს. უფრო მეტიც, თუ თავად სომხეთის რესპუბლიკაში, ერევნის გარეთ, სომხური ქალაქები და სოფლები ცარიელდება, ახალგაზრდები ტოვებენ, ეს არ შეიმჩნევა სომხებით დასახლებულ რაიონებში აფხაზეთსა და მეზობელ სოჭში.

 

სომხურ ნაციონალისტურ გარემოში სულ უფრო ხშირად საუბრობენ „რუსეთის დანაშაულზე სომხების წინაშე“. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციას დღეს უბრალოდ არ შეუძლია „სომეხებისთვის ბრძოლა“, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ დაშნაკების თვალში. შედეგად,  „ანაზღაურების“ სახით „არცახის“ და ზანგეზურის გავლით დერეფნის დათმობის სანაცვლოდ, სომეხი ნაციონალისტები, კულისებს მიღმა, რუსეთს „ახალი მიწების“ მიწოდებას სთხოვენ. უპირატესობებს განსაკუთრებით არ მალავენ. სომხურმა ლობიმ უკვე გადაწყვიტა - ჩვენ გვჭირდება "მიწა ზღვაზე", ე.ი. იგივე აფხაზეთი.

 

მაგრამ თავდაპირველი სეპარატისტული ე.წ. „სახელმწიფო მშენებლობის“„რუდიმენტი“ სეპარატისტულ აფხაზეთში  კვლავ აფხაზების რაოდენობრივი უპირატესობაა სეპარატისტულ მთავრობაში და „აფხაზეთის არამოქალაქეების“ მიერ უძრავი ქონებისა და მიწის შესყიდვის აკრძალვა. 

 

ამ საკითხის მოგვარებას მარტივად - აფხაზეთის ანექსიით აპირებენ. მაგრამ ასეთ გეგმებს აფხაზებში დიდი მხარდაჭერა არ აქვს. ყველაზე „უმტკივნეულო“ გზითაც კი, ე.წ. „საკავშირო სახელმწიფოს“ გზით, თუმცა ამის შესახებ უკვე პირდაპირ განაცხადა აფხაზეთის მარიონეტმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ.

 

ბოლო კვირებში აფხაზები „გამოფხიზლდნენ“ და მიხვდნენ, რომ მიწას კარგავდნენ. ბიჭვინთის მიმდებარე ტერიტორიამ, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლება კრემლს პუტინის მორიგი რეზიდენციისთვის „ჩუქნის“, აღაშფოთა აფხაზური საზოგადოება. სეპარატისტული ხელისუფლებისა და პირადად „პრეზიდენტი“ ბჟანიას მხრიდან ყველა „მცდელობის“ მიუხედავად, შეუძლებელია აფხაზების "დარწმუნება" ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების აუცილებლობაში.

 

აფხაზეთში ასეთი განწყობები სულაც არ მოსწონთ სომხური ლობის წარმომადგენლებს, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ „ადგილის მომზადება“ ახალი „ასიათასობით“ სომეხის აფხაზეთში ჩასახლებისთვის. ბიჭვინთის გადაცემა ხომ საეტაპო მოვლენა უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც ახალი „ბატონების“ მიერ აფხაზეთის მიწების მიტაცება და გადანაწილება არნახული ტემპით დაიწყება. ახლა კი ეს პროცესი ნელდება.

 

შედეგად, იმისთვის, რომ აფხაზებმა რაც შეიძლება მალე გადასცენ როგორც სეპარატისტული „სახელმწიფოებრიობა“ და ასევე მიწა ახალ „ბატონებს“, გადაწყდა დაშინების კამპანიის გამოყენება. აფხაზებს ისევ ისე აშინებენ - ყბადაღებული „ქართული მუქარით“.

 

პირველმა აფხაზები საქართველოსთან ომით დღეს უკრაინაში ოკუპანტების მხარეზე მებრძოლმა ცნობილი სეპარატისტ-ბოევიკმა, ახრა ავიძბამ შეაშინა,რომელმაც თავი უკვე „გამოიჩინა“ იმით, რომ 44-დღიან ომში სომხეთის დამარცხების შემდეგ, მან შესთავაზა აფხაზეთის დასახლება ყარაბაღიდან „სომეხი ლტოლვილებით“. ანუ, გასაგებია, ვისთვის მუშაობს სინამდვილეში ეს „კრიმინალი, ბანდიტი და ნარკომანი“ (როგორც მას სეპარატისტმა „მებრძოლმა“ იგორ სტრელკოვ-გირკინმა უწოდა). ახრა ავიძბა არწმუნებს აფხაზებს „საქართველოსთან ომის დაწყებამდე“ რაც შეიძლება მალე შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. „ქართველები, აშშ-ს ზეწოლის ქვეშ, „ოცნებობენ“ 2008 წლის სამხედრო შურისძიებაზე. თბილისის საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთი ვერ გაუწევს სათანადო მხარდაჭერას ცხინვალსა და სოხუმს მაშინ, როცა უკრაინაში სსო (სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე ეძახიან კრემლის პროპაგანდა და სეპარატისტები რუსულ აგრესიას - რედ.) მიმდინარეობს.  სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუმცა სრულიად აშკარაა, რომ რამდენიმე თვეში შესაძლებელია საქართველოში საზოგადოებრივი განწყობების შეცვლა და ფიცხი ქართველების შთაგონება აწარმოონ "სამართლიანი ომი”, და ისინი პირველ რიგში სოხუმისკენ და შემდეგ კი ცხინვალისკენ დაიძვრებიან.

 

რუსეთისთვის, დასავლური კოალიციის ქვეყნების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნა (ეს დასამალი არც არის) სამხედრო თვალსაზრისით არ იქნება საბედისწერო უსიამოვნება. პოლიტიკური რისკები ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, საქართველოსთან ომი შეიძლება აღმიჩნდეს მოულოდნელი პრიზი მოსკოვისთვის და დიდი პრობლემების ისტორია ნატოსთვის. დღეს საქართველოს სამხრეთი, მისი საზღვაო არეალი, ფაქტობრივად, თურქეთის ეკონომიკის მიერაა ოკუპირებული. ანკარას არ გაუხარდება, რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ამიერკავკასიის ფედერალური ოლქი ჩამოყალიბდება, რამზან კადიროვით სათავეში. სადაც, სხვათა შორის, შესაძლოა სომხეთი შევიდეს, რაც საეჭვოა ბაქოს მოეწონოს. და არ იფიქროთ, რომ საქართველოსთან ომის ასეთი შედეგი დაუჯერებელია. რუსები თავიანთ ჯარს გაცილებით დიდი კმაყოფილებით აკურთხებენ ქართველებთან საომრად, ვიდრე უკრაინელებთან, უკრაინის პოლიტიკური სისტემის ყველა ნიუანსის გათვალისწინებით

 

და რა თქმა უნდა, სოხუმის გარეშე ეს ამბავი არ გამოვა. მოცემულ შემთხვევაში აფხაზეთი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დარჩეს დამოუკიდებელ ქვეყნად, როგორც არ უნდა იბრძოლოს ოპოზიციამ ან ხელისუფლებამ. და უკეთესი იქნებოდა, სოხუმი გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი ამიერკავკასიის კამპანიამდე, თავის მხრივ გარანტირებული რიგი პირობებით, რათა მშვიდად იცხოვროს მის საზღვრებში და არა როგორც აფხაზეთის რეგიონის ამიერკავკასიის ფედერალურ ოლქად." – ამბობს ახრა ავიძბა, ისევე როგორც ბევრი სეპარატისტი მებრძოლი. ახრა ავიძბა ამტკიცებს, რომ „რუსეთი მაინც ყველას დაამარცხებს“, მაგრამ აფხაზებისთვის უკეთესი და მნიშვნელოვანი იქნება, რომ რუსეთის ფედერაციას ადრე „ჩაბარონ“ თავიანთი სეპარატისტული „სახელმწიფო“. ახრა ავიძბას არ ახსოვს, რომ აფხაზებმა მე-19 საუკუნეში  ერთხელ უკვე „ჩაბარეს“ თავიანთი სახელმწიფოებრიობა რუსეთს და ეს ყველაფერი აფხაზების გენოციდით და მუჰაჯირიზმის ტრაგედიით დამთავრდა. ამის შემდეგ ახრა ავიძბასთვის ასე საყვარელმა სომეხმა „ლტოლვილებმა“ მასობრივად დაიწყეს აფხაზეთში დასახლება.

 

 

მაგრამ სეპარატისტი მებრძოლები არ არიან ერთადერთი, ვინც აფხაზებს "საქართველოსთან ომით" აშინებენ და უბიძგებენ, რაც შეიძლება მალე "ჩაბარონ" "სახელმწიფოებრიობაც" და მიწაც "დამცველებს". იგივე „ომის დაშინების“ კამპანია დაიწყო მარიონეტულმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ. მათ შორის ყველაზე გულმოდგინე სერგეი ლავროვ-კალანტარიანისა და მარგარიტა სიმონიანის "ხელის ბიჭი" ინალ არჯინბა გახლავთ, რომელიც სეპარატისტულ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს:

 

"რეგიონში ვითარება აფეთქების ზღვარზეა, საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია... ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს გარკვეულ განცხადებებს, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ქმედებებს. საქმე ის არის, რომ იზრდება კონტრაქტები თავდასხმისა და სადაზვერვო თვითმფრინავების მიწოდებაზე, მიმდინარეობს კონსულტაციები ნატოსთან, დაზვერვა აქტიურად მუშაობს... ”იმის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვჭირდება თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, მტკიცედ დგომა, ჩვენი ინტერესების დაცვა“. - განაცხადა ინალ არძინბამ ე.წ. "შინაგან საქმეთა სამინისტროში " გამართული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის შემდეგ ე.წ. "MID". სეპარატისტის თქმით, ყველა ეს საკითხი განიხილება აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოზე, რომელიც 2022 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება „რუსეთთან ინტეგრაციის დაჩქარების შესახებ“ საქართველოსა და ნატოსთან ომის საფრთხის" ფონზე.

 

„ქართული საფრთხის“ და „საქართველოსთან ომის“ საბაბით, ფაქტობრივად, იწყება აფხაზეთის ანექსიის და აფხაზებისთვის მიწების ჩამორთმევის პროცესი. და სავსებით სავარაუდოა, რომ ომის გარეშეც, უკმაყოფილოებს მოექცნენ „ომის კანონების მიხედვით“. დამპყრობლები აშკარად ჩქარობენ, რადგან აფხაზმა ახალგაზრდობამ უკვე დაიწყო გაერთიანება და პროტესტი უცხო ადამიანების მიერ აფხაზური მიწების, იგივე ბიჭვინთის, მითვისების გეგმების წინააღმდეგ.

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები