საზოგადოება

თელავში მეფის სასახლის აღდგენა დასრულდა

31.10.16 17:15


თელავში ბატონის ციხის — ერეკლეს სასახლის აღდგენა დასრულებულია.

პროექტი, რომლის ღირებულება 1,87 მლნ ლარს შეადგენს, ფინანსდება მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ. პროექტის მიზანია ძეგლის პირვანდელი სახის შენარჩუნება, რაც კახეთში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდა. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა“, — აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პარალელურად, სასახლის ეზოში ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო დარბაზი.

პროქტის ფარგლებში უკვე ამოყვანილია კედლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს.

ბატონის ციხე მე-17-მე-18 საუკუნეებს განეკუთვნება. ის კახეთის მეფეების ერთ-ერთ მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები