პოლიტიკა
26.09.22 16:30
საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით - ინფორმაცია გამშვებ პუნქტებზე გროვდება, ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირთან მიმართებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის შემთხვევაში უშვებენ თუ არა ყველა მსურველს და ამ დროს გათვალისწინებულია თუ არა საფრთხეები სახელმწიფოს მხრიდან.
ხუციშვილის განმარტებით, საქართველოში რუსეთიდან შემომსვლელთა მსურველების გაზრდილი ნაკადების გამო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად და მეტი დატვირთვით მუშაობენ.
„საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც დადგენილია - შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ხდება გამშვებ პუნქტებზე, შესაბამისი ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებით. ამ მიმართულებით თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მუშაობს ძალიან აქტიურად. გაზრდილ ნაკადებთან დაკავშირებით უწყებები მუშაობენ უფრო მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა. გაიზარდა დატვირთვა ყველა იმ უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელი არის როგორც უსაფრთხოებაზე, ისე ფისკალურ წესრიგზე.
შემოსავლების სამსახური საბაჟო, დეპარტამენტი დეპარტამენტი მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში. ამ სიტუაციაში ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულების, ისე შემომსვლელ ფიზიკური პირთა რაოდენობის კუთხით. ამ კუთხით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა, შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხის მონიტორინგი“, - განაცხადა ხუციშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 550
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24