პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი - საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით - საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის

26.09.22 16:30


საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით - ინფორმაცია გამშვებ პუნქტებზე გროვდება, ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირთან მიმართებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის შემთხვევაში უშვებენ თუ არა ყველა მსურველს და ამ დროს გათვალისწინებულია თუ არა საფრთხეები სახელმწიფოს მხრიდან.

 

ხუციშვილის განმარტებით, საქართველოში რუსეთიდან შემომსვლელთა მსურველების გაზრდილი ნაკადების გამო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად და მეტი დატვირთვით მუშაობენ.

 

„საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც დადგენილია - შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ხდება გამშვებ პუნქტებზე, შესაბამისი ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებით. ამ მიმართულებით თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მუშაობს ძალიან აქტიურად. გაზრდილ ნაკადებთან დაკავშირებით უწყებები მუშაობენ უფრო მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა. გაიზარდა დატვირთვა ყველა იმ უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელი არის როგორც უსაფრთხოებაზე, ისე ფისკალურ წესრიგზე.

 

შემოსავლების სამსახური საბაჟო, დეპარტამენტი დეპარტამენტი მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში. ამ სიტუაციაში ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულების, ისე შემომსვლელ ფიზიკური პირთა რაოდენობის კუთხით. ამ კუთხით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა, შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხის მონიტორინგი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები