საზოგადოება

„ყატარის ავიახაზები” თბილისსა და დოჰას შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს

31.10.16 18:25


15 დეკემბრიდან, ავიაკომპანია „ყატარის ავიახაზები” დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის და რეგულარულ რეისებს, ნაცვლად 7 სიხშირისა, კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის მიერ დამატებულ ოთხ ახალ სიხშირეზე რეგულარული ფრენები უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის, შუალედური პუნქტის – ბაქოს გავლის გარეშე განხორციელდება.

საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით სააგენტოში შეტანილი განაცხადის მიხედვით, დოჰა-ბაქო-თბილისი-ბაქო-დოჰა საჰაერო ხაზზე ოპერირებას „ყატარის ავიახაზები” ჩვეული განრიგის მიხედვით, ყოველდღიურად გააგრძელებს, დოჰა-თბილისი-დოჰას დამატებითი რეისები კი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები