პოლიტიკა
24.05.16 19:30
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში შევა მეორე თვის, ანუ ივლისის პირველ რიცხვში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდება ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას, შეუქცევადად და სრული სვლით წარიმართება.
ხელშეკრულებას, რომლის სრული სახელია „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“, ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და დროებით ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან. რატიფიკაციის პროცესის დასრულებამდე მხარეების მიერ მიმდინარეობდა შეთანხმების იმ დებულებების განხორციელება, რომლებიც ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. მათ შორისაა: ზოგადი პრინციპების კარი; პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კარის, ასევე თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების კარის გარკვეული დებულებები; ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული კარის დებულებათა უმრავლესობა; ეკონომიკური კარის, ასევე სხვა სექტორული თანამშრომლობის კარის გარკვეული დებულებები; ფინანსური დახმარებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის და კონტროლის კარი; ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებების უმრავლესობა, ასევე შეთანხმებაზე დართული დირექტივების ნაწილი.
უწყების ცნობით, ასოცირების შეთანხმება ასევე მოიცავს სფეროებს, რომლებშიც ევროკავშირი კომპეტენციას ინაწილებს წევრ ქვეყნებთან, და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. შესაბამისად, შეთანხმების მხარეებად ევროკავშირთან ერთად გამოდიან მისი წევრი ქვეყნები და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება. ასოცირების შეთანხმების აღნიშნული დებულებები ამოქმედდება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ანუ 1 ივლისიდან. ამ დღიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება საბოლოოდ დაკარგავს ძალას და ჩანაცვლდება ასოცირების შეთანხმებით. 1-ლი ივლისიდან საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპს უკვე ოფიციალურად და სრულმასშტაბიანად დაიწყებს.
სამინისტროში გნამრტავენ, რომ ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და რეალური სამართლებრივი საფუძველი ევროპული გარდაქმნებისთვის. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის.
წყარო : /www.newspress.ge/
წაკითხულია : 73
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24