პოლიტიკა
29.09.22 12:20
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, უნგრეთში იმყოფებოდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან უსაფრთხოების საკითხებში, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან ასევე, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან.
„შეხვედრებისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი ამ მიზნით, პარლამენტში მოქმედი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.
ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გაღრმავების ასევე, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.
მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების საკითხები.
ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე. შეხვედრებისას, საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აღინიშნა.
უნგრელი კოლეგების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდაჭერის გაგრძელებას.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ჰერმან საბო“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო ევროპაში ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია
18:2506.12.23
-
გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
18:0006.12.23
-
17:2506.12.23
-
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
17:0006.12.23
-
16:4006.12.23
-
16:2006.12.23
-
შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა
16:0006.12.23
-
15:4006.12.23
-
15:2006.12.23
-
15:0006.12.23
-
14:4006.12.23
-
14:2006.12.23
-
10 დეკემბრამდე საქართველოში თოვლი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი
14:0006.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
13:4006.12.23
-
13:2006.12.23
-
13:0006.12.23
-
12:4006.12.23
-
12:2006.12.23
-
12:0006.12.23
-
11:1506.12.23
-
მიზეზი ვენესუელას მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებისა მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი
10:3006.12.23
-
10:1506.12.23
-
მიზეზი ვენესუელას მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებისა მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი
10:0006.12.23
-
18:0005.12.23
-
17:4005.12.23
-
17:2005.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
17:0005.12.23
-
16:4005.12.23
-
16:2005.12.23
-
16:0005.12.23
-
15:4005.12.23
-
14:3005.12.23
-
14:0505.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
12:4505.12.23
-
12:2005.12.23
-
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
12:0005.12.23