პოლიტიკა
29.09.22 13:30
ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საკმაოდ გაიზარდა - მიგრანტების შემოდინებამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია, - ამის შესახებ ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორმა, ლიაზიზა საბიროვამ აზიის განვითარების ბანკის 55-ე, წლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რა გავლენა ექნება ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსი ტურისტების მასობრივ შემოდინებას საქართველოს ეკონომიკაზე.
ლიაზიზა საბიროვას განცხადებით, ეფექტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ცხადია ერთი რამ - რუსი მიგრანტების პირველმა ტალღამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება და დიდი ალბათობით, მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი იქნება.
„ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საკმაოდ გაიზარდა. მაგალითად, ყაზახეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მიგრანტების რიცხვი 100,000-ს აჭარბებს. ახლა ჩვენს თვალწინ ეს მოცემულობაა, თუმცა ჯერ ცოტა ადრეა ამ შემოდინების ეფექტებზე საუბარი.
მიგრაციის პირველი ტალღის დროს ჩვენს ქვეყნებში შემოსული რუსები ძირითადად IT სპეციალისტები იყვნენ, ისინი შესაბამისი სახსრებითაც ჩამოვიდნენ და ახალი ბიზნესებიც დაიწყეს, რამაც სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებზე, საქართველოსა და სომხეთზე დადებითად იმოქმედა, შესაბამისად, აზიის განვითარების ბანკმაც ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თითქმის გააორმაგა და 7%-მდე გაზარდა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მხოლოდ ერთჯერადი ეფექტია და ბევრი იქნება დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე სამომავლოდ“, - აღნიშნა საბიროვამ.
რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორმა ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში აღნიშნა ისიც, რომ მიგრანტების მეორე ტალღა პირველისგან სხვადასხვა ასპექტითაა განსხვავებული, მათ შორის, დემოგრაფიითა და სტატუსით, ხოლო ამ პროცესების გავლენას ეკონომიკაზე სამომავლოდ ბევრი ფაქტორი განაპირობებს, რასაც ქართველმა ეკონომისტებმა თვალი უნდა მიადევნონ.
„ახლა ბევრი გაურკვევლობაა, ახალი ტალღის მიგრანტებს განსხვავებული დემოგრაფია თუ სტატუსი აქვთ და ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გამოჩნდეს. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ეკონომისტები თვალს ადევნებენ, რა გავლენა ექნება ამ პროცესებს ინფლაციაზე, უძრავი ქონების სექტორზე, სერვისებსა თუ ქირის გადასახადზე. მეორეს მხრივ, წელს ჩვენ ტურისტების დიდი რაოდენობა ვნახეთ საქართველოში და არა მხოლოდ რუსეთიდან. მართალია, ტურიზმის დონე ჯერ პოსტპანდემიურ დონეზე არაა, თუმცა აღდგენის გზას ადგას. რა მოხდება ეკონომიკაში სამომავლოდ, დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე, რომელთა ნაწილი ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნეს აქტივობას წაადგება, ნაწილი კი პირიქით იმოქმედებს“, - აღნიშნა ლიაზიზა საბიროვამ.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა ვირტუალურ რეჟიმში, (ADB) 55-ე წლიური შეხვედრა გამართა, რომელსაც ბანკის გენერალური დირექტორი ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში, ევგენი ჟუკოვი და მისი მრჩეველი, სინდი მალვიჩინი, ასევე ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორი, ლიაზიზა საბიროვა უძღვებოდნენ. შეხვედრაზე რეგიონის მთავარი გამოწვევები - რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგები, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესი, კლიმატის ცვლილებები და ADB-ის სამომავლო ფინანსური დახმარების საკითხები იქნა განხილული.
ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკმა 21 სექტემბერს გამოაქვეყნა კავკასიის რეგიონისთვის განახლებული პროგნოზები, რომელთა თანახმადაც, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით, მომავალ წელს კი 6%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ინფლაციას, ADB 2022-ში სამომხმარებლო ფასების 11%-იან ზრდას ვარაუდობს წლიურ ჭრილში, 2023-ში კი, ბანკის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი 5%-მდე უნდა შემცირდეს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24