პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

29.09.22 17:30


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პიტერ ფიშერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანიაში არსებული კულტურის პოლიტიკისა და სახელმწიფო მიდგომების მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.

 

„ვისაუბრეთ გოეთეს ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლზე გერმანული კულტურის ცნობადობის ამაღლებაში. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა მიმდინარე სახელოვნებო განათლების რეფორმის მხარდაჭერასა და კულტურის დიპლომატიის განვითარების კუთხით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები