ეკონომიკა

ზაზა ვაშაყმაძემ კრიშნას მიმდევრებს რელიგიური დღესასწაული მიულოცა

31.10.16 19:15


საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების ტაძარში ვაიშნავებმა გოვარდჰანა პუჯას დღესასწაული აღნიშნეს და კრიშნას ლოცვები აღუვლინეს.

როგორც რელიგიის სააგენტოში განმარტავენ, ეს დღესასწაული უკავშირდება ლეგენდას, იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვა კრიშნამ ადამიანები და ცხოველები საგანგებოდ მოვლენილი სტიქიისაგან, როგორ აწია ნეკა თითით უზარმაზარი გოვარდანას მთა და გადასარჩენად გადააფარა მათ.

რელიგიურ რიტუალს ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

ვაშაყმაძემ კრიშნას მიმდევრებს რელიგიური დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და სიკეთე უსურვა მათ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები