პოლიტიკა

ირინა ვერეშჩუკი საქართველოს და სხვებს მოუწოდებს რუსეთიდან მიმავალი ყირიმელი თათრები საზღვარზე გადაატარონ

30.09.22 12:20


უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ყირიმელ თათრებსა და სხვა ადგილობრივ ყირიმელ ხალხებს რუსეთის ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცენ.

 

ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთი მასობრივად ცდილობს ყირიმელი თათრების მობილიზებასა და ომში გაწვევას, რაც ამ ხალხების მიმართ გენოციდად შეიძლება შეფასდეს.

 

უკრაინელი ლიდერის ცნობით, ყირიმის მოსახლეობა ამ ფონზე მასობრივად გარბის საზღვარგარეთ და პირველ რიგში, უკრაინის მეგობარ ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ.

 

“რეინტეგრაციის სამინისტრო იღებს ცნობებს, რომ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს საზღვრებზე მესაზღვრეები ყირიმის ძირძველ მოსახლეობას საზღვრის კვეთაზე უარს ეუბნება, რაც მათ უკან ყირიმში ან რუსეთში დაბრუნებას ნიშნავს”, – აცხადებს ვერეშჩუკი და მეგობარ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ყირიმელ თათრები და სხვა ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობა მათ ქვეყნებში შეუშვან.

 

 

 


წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები