პოლიტიკა

„სავსეა უზუსტობებით და რეალურად მცდარია“ — დეგნანი ვაშაძის განცხადებაზე

30.09.22 16:30


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არ ადასტურებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციას აშშ-ის მიერ საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის შეთავაზების თაობაზე.

 

„ბოლოდროინდელი განცხადებები სავსეა არაზუსტი ინფორმაციით, რეალურად არაზუსტი და მცდარია“, — განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს ვაშაძის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ყველა მოკავშირეს და პარტნიორს, რომ დახმარებოდა უკრაინას რითიც შეეძლო, რადგან უკრაინა იბრძვის საკუთრი ტერიტორიისთვის და სუვერენიტეტისთვის. თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ დაეხმარება უკრაინას. ჩვენ არასდროს გვქონია სურვილი, რომ ეს ომი გაფართოებულიყო ან რამე სახის ზეწოლა მოგვეხდინა საქართველოზე და სხვა ქვეყანაზე ომის გაფართოების კუთხით. ჩვენი სურვილია, ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, სტაბილურობის და მშვიდობის აღდგენა და ამაზე ვმუშაობთ“, — განაცხადა დეგნანმა.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც ნიშნავდა „ლენდ ლიზის“ და სხვა მექანიზმით საქართველოსთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას. ასევე, განიხილებოდა ქართველი მფრინავების გადამზადება უკრაინელებთან ერთად. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეთავაზებაზე უარი თქვა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გიორგი ვაშაძემ „პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ აშშ ცდილობდა საქართველოში მეორე ფრონტის მომზადებას“.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები