პოლიტიკა
30.09.22 17:30
საქართველოს პარლამენტის წევრი, გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ბულგარეთში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 30 სექტემბერს, ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გივი მიქანაძემ სოფიაში აკრედიტებულ ელჩებთან და საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოსმენა წარმოადგენდა.
გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით გაწეულ სამუშაოებზე, უკვე დაინიცირებულ კანონპროექტებსა და მათი განხორციელების ვადებზე დეტალურად ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას იმ გამოწვევების თაობაზე, რის წინაშეც ქვეყანა რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე დგას, ქართული მხარის მიდგომები გააცნო. მან ასევე საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული პოლიტიკური და ჰუმანიტარული აქტივობების თაობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, უკრაინის ელჩმა ქართულ მხარეს უკრაინისთვის გაწეული თანადგომისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
სოფიის ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას იტალიის, ირლანდიის, ალბანეთის, სლოვენიისა და უკრაინის ელჩები, მოლდოვის დესპანი, სომხეთისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და კონრად ადენაუერის ბულგარეთის ოფისის ხელმძღვანელი დაესწრნენ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
15:3029.09.23
-
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
15:0029.09.23
-
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
14:3029.09.23
-
14:0029.09.23
-
13:4029.09.23
-
13:2029.09.23
-
კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
13:0029.09.23
-
12:3029.09.23
-
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:0029.09.23
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23
-
13:2028.09.23
-
13:0028.09.23