პოლიტიკა
30.09.22 18:00
რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს საშინელი, დამანგრეველი ომი უკრაინაში, რუსეთის აგრესია. ომი არ წყდება, ამას ემატება ეკონომიკური კრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია, 22%, 23%, 24% არის ინფლაცია, ეკონომიკურ რეცესიას ელოდება ყველა ევროპული სახელმწიფო. ახლა გაერო-ს ფარგლებში, მე მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან. მათი მოლოდინი პესიმისტურია.
ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ. ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული ქვეყნების მთავრობების საზრუნავი. რატომ, რადგან რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს, რადგან ამას სჭირდება კარგი გააზრება. ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დამატებით შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესმა თითქმის 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, 20 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, მთავრობამ, ვგულისხმობ საზოგადოებრივ სამუშაოებს, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, სტაბილურობა, ნაკლები ემოციები და ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ამას სჭირდება შენარჩუნება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24