პოლიტიკა
03.10.22 10:00
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია – თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ საპატიო კონსულები.
კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.
„მოხარული ვარ, რომ აღვადგინეთ საქართველოს საპატიო კონსულების შეხვედრების ტრადიცია. სიამოვნებით მინდა, აღვნიშნო, რომ 2014 წელს გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საპატიო კონსულების რაოდენობა 19-დან – 85-მდე გაიზარდა, 64 ქვეყანაში. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ მოწადინებული ვართ კიდევ უფრო გავაფართოვოთ საქართველოს საპატიო კონსულების ქსელი მსოფლიო მასშტაბით. მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა და ხელშეწყობა საქართველოს, როგორც საიმედო დანიშნულების ადგილის, ბიზნესისა და საკვანძო სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის პოპულარიზაციისთვის“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„საპატიო კონსულის ინსტიტუტის მიზანია, წარმდგენი ქვეყნის შესახებ მიმღებ სახელმწიფოში ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო, საინვესტიციო, ტურიზმის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. წარმდგენი ქვეყნის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა. საქართველოს მსოფლიოს 64 ქვეყანაში 90-მდე საპატიო კონსული ჰყავს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
15:3029.09.23
-
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
15:0029.09.23
-
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
14:3029.09.23
-
14:0029.09.23
-
13:4029.09.23
-
13:2029.09.23
-
კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
13:0029.09.23
-
12:3029.09.23
-
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:0029.09.23
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23
-
13:2028.09.23
-
13:0028.09.23