პოლიტიკა

იაგო ხვიჩია - შემოთავაზებული ცვლილებებით ჩვენი სასამართლო ისეთივე დარჩება, როგორიც არის, რეალური ცვლილებები არც არავის უცდია

03.10.22 12:30


შემოთავაზებული ცვლილებებით ჩვენი სასამართლო ისეთივე დარჩება, როგორიც დღეს არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სამუშაო ჯგუფის მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, რეალური ცვლილებები სასამართლოში არავის უცდია.

 

„ჩვენ სასამართლო ჯგუფთან დაკავშირებით ერთადერთი საკითხი გვქონდა. ნებისმიერ სისხლის სამართლის დავაზე ბრალდებულის არჩევანი იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევა, რაც გათვალისწინებული არ იყო რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ამ თემაზე მუშაობას კიდევ გავაგრძელებთ. შემოთავაზებული ცვლილებებით ჩვენი სასამართლო ისეთივე დარჩება, როგორიც დღეს არის. თუნდაც ჩვენი ერთი კომპონენტის შემატება, რომ ბრალდებულმა თავად აირჩიოს ნაფიც მსაჯულებს ანდოს თავისი საქმე თუ დანიშნულ მოქალაქეს, ვფიქრობ, ოდნავ მაინც შეარბილებდა მართლმსაჯულების სისტემას, რაც დღეს არის. ჯერ ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ პროცესი გრძელდება. რეალური ცვლილებები სასამართლოში არც არავის უცდია. „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე ნებისმიერი რეალური ცვლილებების გზა ჩაკეტა იმით, რომ თქვა კონსტიტუციას არ შეეხებოდა. კონსტიტუციის მიღმა რაც შეიძლება შეგვეხოს, არის ნაფიც მსაჯულთა სასმართლოს და არბიტრაჟის უფლებების გაფართოება. ამ თვალსაზრისით ეს ცვლილებებიც არაფერს გვთავაზობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოამზადა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები