პოლიტიკა

საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის ომბუდსმენის განცხადებას ავრცელებს

03.10.22 13:00


აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში დღეს აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების განზრახ მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ეს არის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, რომლის წყაროა აზერბაიჯანის მიერ გატარებული სომხების მიმართ სიძულვილის თანმიმდევრული პოლიტიკა,- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ინციდენტი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს მოხდა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი აგრესიის დროს“.

 

მისივე ცნობით, „ეს ვიდეო შევა ადამიანის უფლებათა დამცველის საგანგებო ანგარიშში და გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აქტორებს“.

 

„აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში დღეს აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების განზრახ მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

 

ამ დროისთვის ჩვენ დავადგინეთ ვიდეოს ავთენტურობა, ის ახალია, ინციდენტი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს მოხდა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი აგრესიის დროს.

 

ფაქტს ადასტურებს ტერიტორიის შესწავლა, ამ ვიდეოს გადამოწმება ჩვენს და სხვა მონაცემთა ბაზებში არსებული მსგავსი ვიდეოებთან, ასევე ამინდის პირობების, სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმების, აზერბაიჯანელი სამხედროების მეტყველებისა და სხვა პარამეტრების კომპლექსური შემოწმება.

 

ეს არის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, რომლის წყაროა აზერბაიჯანის მიერ გატარებული სომხების მიმართ სიძულვილის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ვლინდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, დაწყებული განათლების შინაარსით და ამ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებით, რაც ასევე დაფიქსირდა აზერბაიჯანის შესახებ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

ეს ვიდეო, სხვათა შორის, შევა ადამიანის უფლებათა დამცველის საგანგებო ანგარიშში და გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აქტორებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები