პოლიტიკა
03.10.22 14:30
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები განიხილეს.
„შეხვედრაზე ლიეტუველ კოლეგებთან საინტერესო დისკუსია გავმართეთ. განხილვის მთავარ თემას რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები წარმოადგენდა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან ომზე და იმ მომეტებულ საფრთხეებზე, რომელიც ამ ომმა ჩვენ რეგიონში გააჩინა. სტუმრებს საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე, როგორიცაა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე ინფორმაცია გავაცანით. ლიეტუვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
მისივე შეფასებით, ლიეტუველი კანონმდებლების საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც განსაკუთრებით საპარლამენტო განზომილებას და საკომიტეტო ფორმატში ურთიერთობების გამყარებას შეეხება.
ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრები, რომლის შემადგენლობაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სეიმის ვიცე-სპიკერი და კომიტეტის წევრები შედიან, ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ინფრასტრუქტურას მოინახულებენ და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო ევროპაში ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია
18:2506.12.23
-
გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
18:0006.12.23
-
17:2506.12.23
-
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
17:0006.12.23
-
16:4006.12.23
-
16:2006.12.23
-
შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა
16:0006.12.23
-
15:4006.12.23
-
15:2006.12.23
-
15:0006.12.23
-
14:4006.12.23
-
14:2006.12.23
-
10 დეკემბრამდე საქართველოში თოვლი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი
14:0006.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
13:4006.12.23
-
13:2006.12.23
-
13:0006.12.23
-
12:4006.12.23
-
12:2006.12.23
-
12:0006.12.23
-
11:1506.12.23
-
მიზეზი ვენესუელას მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებისა მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი
10:3006.12.23
-
10:1506.12.23
-
მიზეზი ვენესუელას მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებისა მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი
10:0006.12.23
-
18:0005.12.23
-
17:4005.12.23
-
17:2005.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
17:0005.12.23
-
16:4005.12.23
-
16:2005.12.23
-
16:0005.12.23
-
15:4005.12.23
-
14:3005.12.23
-
14:0505.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
12:4505.12.23
-
12:2005.12.23
-
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
12:0005.12.23