პოლიტიკა

ოთარ შამუგია - გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე

03.10.22 15:30


გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ფასების ზრდის ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი.

 

„ინფლაცია არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და სხვაგან, თუმცა დადებითი დინამიკაა მაგალითად, ხორბლის მიმართულებით ფასების შემცირება და ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე.

 

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკაში გვაქვს ორნიშნა ზრდა და ვინარჩუნებთ ამას, გვაქვს მეტი შემოსავალი და შესაბამისად გაჩნდა საშუალება, რომ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი კორექტირებები მოხდეს, მათ შორის, ჩვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. მეტი შემოსავალი ნიშნავს მეტ საშუალებას, მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენს ფერმერებს და მოსახლეობას დავეხმაროთ და ეკონომიკას მივცეთ მეტი სტიმული“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები