პოლიტიკა

7 ოქტომბერს, პარლამენტი ომბუდსმენის წლიურ ანგარიშს მოისმენს

03.10.22 17:00


7 ოქტომბერს, პარლამენტი ომბუდსმენის წლიურ ანგარიშს მოისმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

„მიმდინარე კვირას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება მინისტრის საკითხით წარმოდგენილი. ხუთშაბათს იქნება მინისტრის საათი. პირველადი გეგმა იყო, რომ ხუთშაბათს ყოფილიყო ომბუდსმენის წლიური ანგარიში და პარასკევს „მინისტრის საათი“, თუმცა მინისტრისგან თხოვნა იყო, ვინაიდან ვიზიტი არის, თუ არ ვცდები, აზერბაიჯანელი კოლეგა ჩამოდის, ომბუდსმენთანაც გვქონდა კომუნიკაცია და გადავანაცვლეთ. ხუთშაბათს იქნება „მინისტრის საათი“, პარასკევს ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენა პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები