ეკონომიკა

"ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებენ ბავშვებს"- ჯეჯელავა სასწავლო პროცესის ხარვეზებზე

01.11.16 16:30


განათლების მინისტრის განცხადებით, ერთერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც სკოლას უდგას წინ, მოსწავლისთვის სასწავლო პროცესით დაინტერესებაა.

ალექსანდრე ჯეჯელავა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება მოსწავლის სასწავლო პროცესით დაინტერესება. აღნიშნულ თემაზე ჯეჯელავამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე ისაუბრა:

„სკოლა არის უინტერესო და ის უნდა გავხადოთ საინტერესო. მე ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვთხოვდი, რომ სკოლა გახდეს ყველაზე საინტერესო ადგილი ბავშვისთვის. ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებენ ბავშვებს, ისე დატანჯავენ და მეთორმეტე კლასში პროფესიონალ ზარმაცს მივიღებთ და მას აღარ უშველის არაფერი. სკოლა უნდა იყოს ისეთი, რომ მოსწავლე იყოს პირველ კლასში ზარმაცი, მეშვიდე კლასში შრომისმოყვარე და მეთორმეტე კლასში "ბრდღვნიდეს" ყველაფერს, ცოტა პირიქით ვართ.“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები