პოლიტიკა

“ვარშავას სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატო-ში, ვიდრე სხვა ნებისმიერი პარტნიორი”

24.05.16 20:20


ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო ვარშავის სამიტზე და ამ სამიტის სამზადისზე.

ვმუშაობთ, რომ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მოხდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, იქნება ახალი იდეები, რომ გაუმჯობესდეს სქართველოს შესაძლებლობები ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით. და კიდევ – პოლიტიკური ურთიერთობა. საქართველო ამ სამიტზე იქნება უფრო მეტად წარმომადგენლობითი, ვიდრე სხვა რომელიმე პარტნიორი”,-აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, საქართველო წარმოდგენილი იქნება ავღანეთის მისიასთან დაკავშირებულ მთავრობის ხელმძღვანელების, თავდაცვის მინისტრების, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე.

“ვარშავას სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატოში, ვიდრე სხვა ნებისმიერი პარტნიორი”, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.


წყარო : /www.exclusivenews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები