ანალიტიკა

სომხეთი, როგორც „მარადიულად მეომარი მსხვერპლი“ და ამ როლისგან თავის დაღწევის მცდელობა წარსულში - 1999 წ. მეორე მცდელობა ამჟამად მიმდინარეობს

02.11.22 12:20


სომეხი ხალხის ბოლო 150 წლის ისტორიის ანალიზი  საშუალებას გვაძლევს  გამოვიტანოთ საინტერესო დასკვნა - სომხები უბრალოდ იძულებულნი არიან შეასრულონ „მარადიული მსხვერპლის“ როლი, რომელიც მუდმივად ებრძვის  უფრო ძლიერ მეზობლებს და ამიტომ განწირულია ეძებოს  ძლევამოსილი „პატრონი“ და დახმარება გარედან ითხოვოს.

 

ზოგადად ეს ცხოვრების არანორმალური მდგომარეობაა  ნებისმიერი ერისთვის. ბოლოს და ბოლოს ათობით სხვა ერი ასე თუ ისე ეწყობა და თანაარსებობს მეზობლებთან. მეზობლებთან ეს ურთიერთობები ყოველთვის დალაგებული არ არის, მაგრამ ზოგადად, არ არსებობს ისეთი კონფლიქტი, რომლის გადაჭრაც მშვიდობიანი გზით ორმხრივი კომპრომისებით ვერ ხერხდებოდეს. მხოლოდ სომეხმა ნაციონალისტებმა, მეზობლებისადმი თავიანთი აბსოლუტურად გიჟური პრეტენზიებით, აბსოლუტურად ფანტასტიკური გამოგონილი და გაყალბებული „ისტორიის“ საფუძველზე, მდგომარეობა ჩიხში მოაქციეს.

 

და აი, დღესაც კი მწვავედ დგას კითხვა - ვინ უზრუნველყოფს სომხების არსებობას სამხრეთ კავკასიაში - იგივე სომხური ლობის ძალისხმევით დასუსტებული რუსეთი, დასავლეთი თუ ირანი? კითხვის განსხვავებული ფორმულირება - „იქნებ ჩვენ თავადვე გვეცადა, გარეშე „დამხმარეების“ ჩაურევლად, მეზობლებთან შეთანხმება? - სომეხი ნაციონალისტისთვის სისულელედ ჟღერს და არც განიხილება.

 

სომეხი ნაციონალისტები გამუდმებით ფიქრობენ თუ რა მოიმოქმედონ "რაიმე ისეთი"პროვოკაციული, რათა გარე ძალები „სომხებს დაეხმარონ“ და სომხეთმა მეზობლებს რაღაც მაინც წაღლიტოს.  უნდა ითქვას, რომ 90-იანი წლების გასული საუკუნეების განმავლობაში სომეხმა ნაციონალისტებმა ეს კარგად მოახერხეს. მათ მოახერხეს არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძალების დახმარებით აზერბაიჯანული ყარაბაღის დაპყრობა და მისი ეთნიკური წმენდა, არამედ ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის დახმარებით, ხელთ იგდეს აფხაზეთი, მიწა, რომელზეც მე-19 საუკუნეში ვერც კი იოცნებებდნენ,  როგორც "დიადი სომხეთის“ ნაწილზე. სომხურმა ლობმა მოახდინა სეპარატისტული ომის და ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის პროვოცირება, რის შედეგადაც სომხები დღეს აფხაზეთში წამოადგენენ ეკონომიკურად და დემოგრაფიულად ტოტალურად დომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს.

 

თუმცა, „მარადიული პოტენციური მსხვერპლის“ როლმა, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება გარე „დაცვა და დახმარება გადარჩენის მიზნით“, უკვე დაამძიმა სომხეთის რესპუბლიკაში სომხური ელიტის მოაზროვნე წარმომადგენლები. ასეთი სურვილი, ფაქტობრივად ქვეცნობიერის დონეზე, დიდი ხნის წინ ჰქონდათ სომეხი ხალხის უმრავლესობას.

 

მაშასადამე, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, არჩევნებზე სომეხმა ხალხმა მხარი დაუჭირა სომხეთის ყოფილი საბჭოთა ლიდერის კარენ დემირჩიანის პარტიას და არა „გმირ“ სეპარატისტებს, რომელთაც  ყარაბაღში მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის სისხლი დაღვარეს. ხოლო 44-დღიან ომში დამარცხების შემდეგ სომხებმა მხარი დაუჭირეს ამ ომში წაგებულ ნიკოლ ფაშინიანს  და არა  რობერტ კოჩარიანს, რომელიც შურისძიებისაკენ მოუწოდებდა. მაშინაც კი, 1999 წელს, სომეხ ხალხს ჰქონდა გაგება, რომ საჭირო გახდებოდა მოლაპარაკება მეზობლებთან, ხოლო ხელისუფლებაში მყოფი "ყარაბაღული კლანის" ავაზაკები მარადიულს ხდიან მტრობას და ომს მეზობლებთან. მერე რა, რომ  1992-1994 წწ. მათ "გამარჯვებები" უზრუნველჰყვეს რუსეთის დახმარებით, რუსეთის ფედერაციის ძლევამოსილება და სომხეთის მეზობლების "სისუსტე" მარადიულად ხომ არ გაგრძელდება.

 

შედეგად, 1999 წელს, როდესაც სომხეთს  „აქტივში“ მოგებული ყარაბაღის ომი ჰქონდა, სომხეთი ახლოს იყო დათმობების გზით აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებასთან და „მარადიული მსხვერპლის“ და „მარადიულად მეომარი - ქვეყანა-ციხე-სიმაგრის“ როლიდან თავის დაღწევასთან. ერევანს მაშინ შეეძლო მშვიდობის დამყარება ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე დღეს. ამ საკითხზე „კონსენსუსი“ იქნა მიღწეული სომხეთის მაშინდელი ხელისუფლების მნიშვნელოვან ნაწილში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჩიანსა და პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარგსიანს შორის.  „ყარაბაღის კლანი“ რობერტ კოჩარიანის მეთაურობით კატეგორიული წინააღმდეგი იყო მშვიდობისა და აზერბაიჯანის მიმართ დათმობებზე.

 

როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, მშვიდობას ეწინააღმდეგებოდნენ ასევე „არცახელი“ და სხვა სეპარატისტები, ყოფილი საბჭოთა სპეცსამსახურები, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში ფსს-დ გადაკეთებული ყოფილი სუკ-ი. ამ დროისთვის, ამ სტრუქტურის ნაკლებად ცნობილი პროტეჟე, ვლადიმერ პუტინმა, 1999 წელს მოულოდნელად დაიკავა  რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. და ამ დანიშვნას შემდეგ მოჰყვა ძალიან უცნაური ტერორისტული თავდასხმების სერია (სახლების აფეთქებები, რომლებიც ყოველგვარი გამოძიების გარეშე, დაუყოვნებლივ მიაწერეს "ჩეჩენ ტერორისტებს" ). ამას მოჰყვა პუტინის გამოსვლები და მისი დაპირებები „ტერორისტების განადგურებაზე“, ჩეჩნეთში დაიწყო ახალი მეორე ომი და ამან მოულოდნელად პუტინი სუპერპოპულარული გახადა ურა-პატრიოტისტული სულისკვეთების ფონზე.

 

სწორედ მაშინდელი ჩეჩნეთის ომისა და რუსეთის ფედერაციაში „ჯინგო-პატრიოტული ისტერიის“ ფონზე, 1999 წლის 27 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტში უნიკალური ტერაქტი განხორციელდა. უნიკალურია იმით, რომ ტერორისტებმა მიზანმიმართულად დახვრიტეს მთავრობის ყველა წარმომადგენელი, ვინც მეზობლებთან მშვიდობისა და აზერბაიჯანული მიწების დეოკუპაციის ჩათვლით, კომპრომისის მომხრე იყო. „საბედნიეროდ“, არც ერთი „ყარაბაღული კლანის“ წარმომადგენელი, რომელმაც ტერაქტის შემდეგ სრული ძალაუფლება მოიპოვა, არ დაშავებულა.


თუ შევადარებთ იმდროინდელ და დღევანდელ მოვლენებს რუსეთში, მსგავსება აშკარაა.  თუმცა არის გარკვეული ნიუანსები. „ გარე სამყაროში გასასვლელის“ არმქონე მაშინდელი ჩეჩნეთი -„იჩქერია“  არ არის თანამედროვე უკრაინა, რომელთან ომშიც პუტინის მთავრობა საფუძვლიანად „ჩაეფლო“ , სადაც რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი „დაფქვეს“. ჯერჯერობით, რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში, სომხეთს, ხელში შერჩა არა გამარჯვებები, არამედ სამარცხვინო მარცხი 44-დღიან ომში. სომხეთის ხელისუფლებაში არის არა ფსს-ს პროტეჟე რობერტ ქოჩარიანი (იძულებით ოპოზიციაში გასული), არამედ "პროამერიკელი" ნიკოლ ფაშინიანი.


1999 წელს პუტინი ჩეჩნეთში "პატარა მოგებული ომის" მეშვეობით გახდა უკიდურესად პოპულარული და გაიმყარა ხელისუფლება რუსეთში. ანალოგიურად, „მოკავშირე“ სომხეთთან მიმართებაში, დღეს არის დიდი ცდუნება, განმეორდეს 1999 წლის ოქტომბრის ტერორისტული აქტი, რომელიც „წარმატებული“ იყო სპეცსამსახურებისთვის. ეს ნიშნავს ფიზიკურ განადგურებას  სომხეთის რესპუბლიკის ყველა ლიდერისა, რომლებიც მზად არიან კომპრომისზე წავიდნენ და მშვიდობა დაამყარონ მეზობლებთან.


კრემლს და რუსულ სომხურ ლობს რომ ასეთი გეგმები აქვს, ამას მოწმობს მასალა „სანდო პარტნიორი“. „რატომ სურს კრემლს სომხეთის პრემიერ-მინისტრის გვერდზე გაწევა“ გამოქვეყნებულია უკრაინული გამოცემის UNIAN-ის მიერ: https://www.unian.net/special/nadezhnyy-partner-zachem-kreml-zhelaet-ustranit-premera-armenii-12027006.html
სტატიაში კონკრეტულად ნათქვამია, რომ კოსტანტინ ზატულინი, რუსული სომხური ლობის მარიონეტი, რომელსაც ახლახან  სომხეთში შესვლა აეკრძალა, „ფაშინიანის ქმედებები შეადარა ეგვიპტის მესამე პრეზიდენტის, ანვარ სადათის პოლიტიკას, რომელიც სნაიპერმა მოკლა არაბეთ-ისრაელის ომის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით გამართული სამხედრო აღლუმის დროს“ . გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მკვლელობა, ოფიციალური ვერსიით,  იყო შურისძიება დაახლოებისთვის და სავარაუდო დათმობებისთვის ისრაელის მიმართ, ასევე საგარეო პოლიტიკის პროამერიკული მიმართულებისთვის. ანუ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი დასახლების გეგმების ჩაშლის მიზნით, რევანშისტებმა და რუსული სომხური ლობის წარმომადგენლებმა, რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, განიზრახეს ანალოგიით „ტერორისტული აქტის“ მოწყობა „გადატრიალებით“, როგორც ეს 1999 წელს ერევნის პარლამენტში გამოუვიდათ.


ეს ვერსია სომხეთის ევროპული პარტიის თავმჯდომარემ ტიგრან ხზმალიანმაც დაადასტურა. უკრაინული რესურსის UNIAN-ის გამოძიებასთან დაკავშირებულ ვიდეო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იმ პირობებში, როდესაც სომხეთი ცდილობს თავის დაღწევას სიტუაციიდან, რომელშიც ის რუსეთის მძევალია, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მისი ხელმძღვანელობა  კრემლის სამიზნედ იქცა. ლაზარევის კლუბი, ხზმალიანის თქმით, არის ყველა რუსი აგენტის თავშეყრის ადგილის საფარველი, რომელიც მოქმედებს სომხეთში, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის კოლონიაა. სომეხი პოლიტიკოსის თქმით, „ლაზარევსკის კლუბი“ გადაიქცა შტაბ-ბინად, სადაც სომხური სახელმწიფო წყობის მორიგი შეცვლა იგეგმებოდა და სადაც განიხილებოდა ფაშინიანის ლიკვიდაციის ვარიანტი, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცდილობს სომხეთის რუსეთის კონტროლქვეშიდან დახსნას.

 

ხზმალიანი ზატულინის სიტყვებს ანვარ სადათის შესახებ განიხილავს იმის მტკიცებულებად, რომ მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება ფაშინიანის ლიკვიდაციის შესახებ, რადგან "პუტინის მომაკვდავი რეჟიმი მზად არის ყველაზე საშინელი ავანტიურებისთვის."

 

„ახლა ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ წაქეზების მიზნით იწყება მანიპულირება იმით, რასაც დასავლეთი გვთავაზობს ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინული მედიასაშუალებების მიერ ინფორმაციის გავრცელება შემთხვევითი არ არის, რადგან სომხეთი უკრაინის ფრონტის სამხრეთ ფლანგია. სომხეთი და უკრაინა ერთ სანგარში არიან და ერთი მტერი ყავს“, - აჯამებს ხზმალიანი. ტიგრან ხზმალიანმა ასევე ისაუბრა სპეცსამსახურების (ფსს) მონაწილეობაზე რუსეთის ფედერაციაში 1999 წელს სახლების დაბომბვაში და იმავე 1999 წლის ოქტომბერში სომხეთის პარლამენტში მომხდარ ტერაქტში.

 

რა თქმა უნდა, თავად ტიგრან ხზმალიანს არ შეიძლება ეწოდოს მშვიდობის მომხრე. ხზმალიანი ცნობილი სომეხი ნაციონალისტია, მონაწილეობდა „მიაცუმეში“, მხარს უჭერს ტერორისტ ჟირაირ სეფილიანს, საქართველოსთან მიმართებაში მან განაცხადა, რომ თბილისი „სომხური ქალაქია“ და ა.შ. ანუ ხზმალიანს, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი მოგვარება არ სჭირდება. მაგრამ მას და მის მსგავს სომეხ ნაციონალისტებს დღეს ეჭვი ეპარებათ, რომ სომხეთი შეძლებს გაფართოებას დასუსტებული რუსეთის ფედერაციის დახმარებით. მაშასადამე, ხზმალიანი და მისნაირები არიან მხურვალე მომხრეები იმისა, რომ სომხეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში უნდა დაიცვას დასავლეთმა, პირველ რიგში, ევროკავშირმა და საფრანგეთმა. იმ იმედით, რომ ამას ისინი რუსეთზე უკეთ გააკეთებენ.

 

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ  სომხეთმა თავი დააღწიოს  „მარადიულ ალყაში მოქცეული ციხის“ და „მარადიული მსხვერპლის“ როლის თამაშს. ძნელი სათქმელია, რამდენად მიეკუთვნება მათ რიგებს იგივე ნიკოლ ფაშინიანი. მაგრამ ფაშინიანმა, რომელიც თავდაპირველად შეერთებული შტატების პროტეჟე იყო, კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის აღდგენის ახალი მცდელობის შემთხვევაში, ის ვერ დარჩება ხელისუფლებაში, სამაგიეროდ ფსონს კრემლთან დაახლოებულ რევანშისტებზე დადებენ  და იქნებ არც აცოცხლონ. ყოველ შემთხვევაში, ის ასევე კარგად იცნობს მათ, ვინც მონაწილეობდა 1999 წელს სომხეთის პარლამენტში კარენ დემიჩიანის და ვაზგენ სარგსიანის სიკვდილით დასჯაში.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები