ანალიტიკა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომავალი სამშვიდობო შეთანხმება სეპარატიზმისთვის განაჩენია. თბილისი სიმბოლურად შეირჩა მის ხელმოსაწერად!

06.11.22 15:15


2022 წლის 3 ნოემბერს სომხურმა გაზეთმა „გრაპარაკმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ საქართველო აქტიურად ემზადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრისათვის, რომელზეც დაგეგმილია ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ეპოქის დასაწყისის აღმნიშვნელი დოკუმენტის ხელმოწერა.

 

თავად გაზეთი „გრაპარაკი“ აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. მისი მასალებიდან ირკვევა, რომ ალიევი და ფაშინიანი თბილისში ხელს მოაწერენ სამშვიდობო ხელშეკრულების „დასავლურ ვერსიას“, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის უპირობო აღიარებას, რაც რევანშისტებს ნამდვილად არ მოსწონთ. თბილისის, როგორც კონფლიქტის მოგვარების ადგილად არჩევა, სავარაუდოდ სწორედ იმას უკავშირდება, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში „დასავლეთის ინტერესების მთავარი გამტარებელია“.

 

 „გრაპარაკი“ იუწყება: „ჩვენი ინფორმაციით, ასეთი დოკუმენტის გაფორმება შესაძლებელია ნოემბრის ბოლომდე ან მინიმუმ დეკემბრის დასაწყისში. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ხელშეკრულების გაფორმება თბილისში იგეგმება. საქართველო შეიძლება გახდეს შუამავალი და სიმბოლო კავკასიური მშვიდობისა, რადგან ამ დოკუმენტით მთელი სამხრეთ კავკასია გადაეცემა თურქეთს, როგორც ამ რეგიონში დასავლეთის ინტერესების ოპერატორს. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში აქტიური მზადება მიმდინარეობს ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრისთვის და მშვიდობის ეპოქის დასაწყისის აღმნიშვნელი  დოკუმენტის ხელმოწერისთვის."

 

ამავე დროს, გაზეთი „გრაპარაკი“ რატომღაც არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში სეპარატიზმით დაზარალდა. სწორედ იმ სეპარატიზმის გამო, რომელიც დაიწყო არა სადმე, არამედ აზერბაიჯანულ ყარაბაღში და არა ვინმეს მიერ, არამედ სომეხი ნაციონალისტების მიერ. გარდა ამისა, ქართულ აფხაზეთში სეპარატიზმი სწორედ სომხურმა ლობმა წააქეზა და აანთო. შედეგად მან დაკარგა ტერიტორიის 20%, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჰყავს 300 000-ზე მეტი ლტოლვილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

 

საქართველოს მშვენივრად ესმის და იცის, რომ სეპარატისტული მოძრაობები ცხინვალსა და აფხაზეთში არა მხოლოდ მკაფიოდ იყო ორგანიზებული „აარწახური მიაცუმის“ მიხედვით, არამედ ისინი საქართველოს წინააღმდეგ იმავე სომხური ლობისა და იგივე სომეხი ნაციონალისტების მიერ იყო აღძრული. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ გამართულ სეპარატისტულ ომებში, კერძოდ, იმავე აფხაზეთში სადაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მათი ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი.

 

ისევე, როგორც ყარაბაღში, სეპარატისტთა მხარეს იბრძოდა რუსული რეგულარული არმია, რომელიც ფაქტობრივად სომხური ლობის „სურვილების“ აღმსრულებელი გახდა. ამან კი  საბოლოოდ მიიყვანა რუსეთი დღევანდელ უკრაინულ კატასტროფამდე და სამხრეთ კავკასიის დატოვების თითქმის გარდაუვალ პერსპექტივამდე.

 

ამის შემდეგ კითხვა „რა სახის მშვიდობა შეიძლება დაიდოს თბილისში“ სინამდვილეში ვერც კი დაისმება. მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და ყარაბაღის აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად აღიარებით და არა სხვაგვარად! და არა იმიტომ, რომ ამას მოითხოვს „დასავლეთის ინტერესები“ და მით უმეტეს იმიტომ, რომ „თურქეთი მოქმედებს როგორც დასავლეთის ინტერესების ოპერატორი“. უფრო მეტიც, დასავლეთი განსხვავებულია და იგივე საფრანგეთი, როგორც დასავლეთის განუყოფელი ნაწილი, ფაქტობრივად  აგრძელებს „არცახული“ სეპარატიზმის მხარდაჭერას და არ სურს, რომ თურქეთი იყოს მისი ინტერესების „ოპერატორი“.


თუმცა, გაზეთი „გრაპარაკი“ იძულებულია განაცხადოს, რომ მოსკოვის შუამავლობით „არცახის“ დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება ვერ მოხერხდა, თუ პრაღის პროცესი გაგრძელდა, შესაძლოა „არცახი“ გაუკაცურდეს და აზერბაიჯანს გადაეცს.  განმარტავს რატომ და როგორ მოხდება ეს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ:


„ამ დოკუმენტის ხელმოწერა ნიშნავს სომხეთის ოფიციალურ და საბოლოო გამოსვლას არცახიდან. სომხეთი კისრულობს ვალდებულებას, არანაირად არ ჩაერიოს „არცახის“ საქმეებში. „არცახის“ მოქალაქეებისთვის სომხეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და დაფინანსება. დაფინანსებას დაკარგავენ არა მხოლოდ „არცახის“ ძალოვანი სტრუქტურები, არამედ სახელმწიფო მმართველობის მთელი სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან „პრეზიდენტის“ აპარატამდე. სომხეთს ექნება უფლება განახორციელოს საქველმოქმედო და სოციალური ხასიათის პროექტები, მაგალითად, საბავშვო ბაღის დანგრეული კედლის შელესვა და მოხატვა. ყოველივე ამის მიღმა განიხილება, როგორც სეპარატიზმისა და ტერორიზმის სპონსორობა და დაფინანსება. „არცახის“ სომხურ მოსახლეობას ექნება არჩევანი. ან იღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე აგრძელებს ცხოვრებას საცხოვრებელ ადგილას ან როგორც სომხეთის მოქალაქე ტოვებს სომხეთს.


ჩვენი ინფორმაციით, განიხილება სომხებით დასახლებულ ტერიტორიაზე გარკვეული კულტურული ავტონომიის მინიჭების საკითხი. აზერბაიჯანი ყოველგვარი ავტონომიის წინააღმდეგია, მაგრამ დასავლური ცივილიზებული ქვეყნების გავლენიანი ზეწოლის ქვეშ, შეუძლია დათანხმდეს და აცნობიერებდეს, რომ ეს ავტონომია ქაღალდზე დარჩება, ძალიან მოკლე დროში „არცახი“ მთლიანად დაიცლება მოსახლეობისაგან, დანარჩენი კი აზერბაიჯანიზდება. მეტიც, ზოგიერთი დასახლება ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ცარიელი იქნება.

მაგალითად, აზერბაიჯანი ითხოვს 1991-92 წლებში აზერბაიჯანელებით დასახლებული, მაგრამ ამჟამად სომხეთის კონტროლქვეშ მოქცეული ტერიტორიების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სომხებისგან. ეს პირველ რიგში ხოჯალს ეხება.
ალიევისთვის ხოჯალიში შესვლა ისეთივე სიმბოლური იქნება, როგორც შუშში ან ლაჩინში. ამ შეთანხმების ხელმოწერის გათვალისწინებით, ალიევმა სოჭში განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხი არ არსებობს, ის მოგვარებულია და ეს თემა განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება რუსეთის სამშვიდობო ძალებს, სომხური მოსახლეობის ნაწილის წასვლისა და დარჩენილთა მიერ  აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მათი ამ ტერიტორიაზე ყოფნა სრულიად უაზრო გახდება. აზერბაიჯანი გამოაცხადებს, რომ ეს ადამიანები მისი ქვეყნის მოქალაქეები არიან და აზერბაიჯანს შეუძლია დამოუკიდებლად უზრუნველყოს მათი უფლებები და უსაფრთხოება“. – წერს «გრაპარაკი».


ყარაბაღის „გაუკაცრიელებასთან“ დაკავშირებით გაზეთი „გრაპარაკი“ დასკვნის გამოტანას ჩქარობს. ოკუპაციისა და სეპარატისტული რეჟიმის დროს ყარაბაღი უბრალოდ დაცარიელებული იყო. ისევე, როგორც სეპარატისტული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყო დაცლილი მოსახლეობისაგან. მაგრამ ლტოლვილების დაბრუნება, პირიქით, სიცოცხლით ავსებს იმ დალოცვილ მიწას.


რატომ არის „გრაპარაკი“ დარწმუნებული, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უმრავლესობა გადაწყვეტს ყარაბაღის დატოვებას? სულაც არ არის აუცილებელი. სომეხი ნაციონალისტები უეჭველად შესთავაზებენ მათ გადასვლას „ახალ ზღვისპირა სომხეთში“, რომელსაც ისინი ნაჩქარევად აწყობენ სეპარატისტულ აფხაზეთში.

მაგრამ ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთსაც ადრე თუ გვიან დაუბრუნებენ საქართველოს და რუსეთის ფედერაციის გავლენის შესუსტების სისწრაფით თუ ვიმსჯელებთ, ეს უფრო ადრე მოხდება ვიდრე გვიან. სად წავა მერე ეს ხალხი? ტერორისტებს და სეპარატისტ კრიმინალებს, რა თქმა უნდა შეეშინდებათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენის. ისინი ირბენენ ერთი ადგილიდან მეორემდე, სანამ ინტერპოლის მოთხოვნით აზერბაიჯანს არ გადასცემენ.


თუმცა აზერბაიჯანში ეროვნებით სომეხ მშვიდობიან მოსახლეობას არაფრის უნდა ეშინოდეთ (ისევე, როგორც თურქეთში, სადაც ათიათასობით სომეხი მშვიდად ცხოვრობს სტამბოლში). აზერბაიჯანი მრავალეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ყველა ეროვნების უფლებები დაცულია. როგორც საქართველოში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდად ცხოვრობენ ერთსა და იმავე დასახლებულ პუნქტებში, სადაც ისინი უკრაინელ ლტოლვილებს ხვდებიან, მაგრამ თავშესაფარზე უარს არ ამბობენ იმ რუსებისთვის, რომლებსაც არ სურთ უკრაინის ომში "საზარბაზნე ხორცად" იქცნენ.

 


ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები