ეკონომიკა

საქართველოში ვაზის თემაზე საკოლექციო ვერცხლის მონეტას გამოუშვებენ

02.11.16 15:40


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობები სებ-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

„ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, ქალაქ ბორდოში 2017 წლის გაზაფხულზე ღვინის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება და საქართველო ამ გამოფენაზე პირველი საპატიო სტუმარი იქნება. ამასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გამოშვებას გეგმავს“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

მელაშვილის სიტყვებით, ეს ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს პოპულარიზაციას, ისე ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

ბორდოში 2017 წელი საქართველოს წლად გამოცხადდება, როგორც ქვეყნის, რომელიც ღვინის სამშობლო და უძველესი ტრადიციების მქონეა. 2017 წლის ივლის-აგვისტოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მასშტაბულრი გამოფენა „ ვენახი — საქართველოს“ ორგანიზატორი იქნება.

საქართველოში ღვინის ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები