პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს შეხვდა

24.05.16 21:20


საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ჰაბიბ ესიდის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას, ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს.

როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ აფრიკის ქვეყნებზე, იმ სახელმწიფოებზე, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ახალი დამყარებული ქვს და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გასამყარებელია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცების თვალსაზრისით.

“შეხვედრისას ჰუმანიტარული პრობლემებზე ვიმსჯელეთ, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტების, ტერორისტული აქტების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჰუმანიტარული პრობლემები გააცნო”,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფრალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე.


წყარო : /www.primetimenews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები