პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

23.11.22 10:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის პრეზიდენტ ანდერ გილს შეხვდა.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი, რაც საპარლამენტო, კულტურული, ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების კარგი შესაძლებლობაა.

 

შალვა პაპუაშვილი ანდერ გილს ევროკავშირის და ნატო-ს წევრობის კუთხით საქართველოს პროგრესზე ესაუბრა.

 

სენატის პრეზიდენტმა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა და შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები