პოლიტიკა
24.11.22 11:00
საქართველოსა და ესპანეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან და მაღალ დონეზეა ურთიერთობები და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი საპარლამენტო კავშირებით ვიყოთ მუდმივად კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან. ვაპირებთ, მათ მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია, მათ შორის, 12 პუნქტთან დაკავშირებულ პროგრესზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ესპანეთის სამეფოში იმყოფება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ესპანეთის პარლამენტის კონგრესში. მისივე თქმით, შეხვედრებზე ესპანეთის მხარე საქართველოს ევროპული მომავლის ღია მხარდაჭერას გამოხატავს.
„დღეს შეხვედრები გვქონდა კონგრესში. ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, ასევე კონგრესის პრეზიდენტთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან და თავმჯდომარეებთან. ყველა ეს შეხვედრა არის დატვირთული ერთი თემით - ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობა. ეს არის მთლიანად ესპანეთის პარლამენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ჩვენ ეს პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებს, იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირში.
გარდა ამისა, ესპანეთი მომავალ წელს გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ, რომ სენატმა, ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაწევრიანების გზაზე მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ. ასეთივე მხარდაჭერა გვაქვს კონგრესისგან. აღსანიშნავია, რომ სენატის დელეგაცია გვეწვევა იანვარში საქართველოში და ექნება შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეს საუბარი",-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24