პოლიტიკა

ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს - მივესალმებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას და თქვენს მოწადინებას ინსტიტუციების რეფორმირებისკენ

24.11.22 12:30


მივესალმებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას და თქვენს მოწადინებას ინსტიტუციების რეფორმირებისკენ, - ამის შესახებ ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაუ მარი-კლოსემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა.

 

„მადლობა ამ დიდებული დისკუსიისთვის. ესპანეთის პოლიტიკური ჯგუფები მიესალმებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას და თქვენს მოწადინებას ინსტიტუციების რეფორმირებისკენ, რათა დააკმაყოფილოთ ევროკომისიის მიერ წამოყენებული რეკომენდაციები. მოუთმენლად ველით უკვე ძლიერი კავშირების გაღრმავებას“, - წერს ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები