პოლიტიკა
24.11.22 13:00
ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.
„დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან. ეს არ არის მარტივი რეკომენდაცია. ჩვენ ვიცით, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებულმა კანონპროექტმა პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული. ეს კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა, როდესაც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. ეს არის იმ სისტემური ჩარჩოს შექმნა, რომელშიც გამოირიცხება პირთა არასასურველი ინტერესი და ზეგავლენა პოლიტიკაზე. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ამის დარეგულირება კანონის დამტკიცებით იქნება წარმართული, თუ სხვა გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი მოსაზრებისთვის გაგზავნილი იქნება ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს აშშ-ის ელჩის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ ვენეციის კომისიიდან გამოითხოვა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი.
„ძალიან მოკლედ ავხსნი, რა განსხვავება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს შორის. ევროსაბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პარიზშია დაფუძნებული და 46 წევრი ჰყავს, საქართველო ევროსაბჭოს ერთ-ერთი წევრია. ვენეციის კომისია ევროსაბჭოს სტრუქტურული ნაწილია. ევროკავშირის საბჭო კი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ბრიუსელში 27 წევრი სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ ჯერ წევრი არ არის. მე ევროკავშირის ელჩი ვარ და წარმოვადგენ ევროკავშირს. ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს იმ თემებზე საუბრისას, რომელიც სხვა ორგანიზაციას, იქ მიმდინარე პროცესებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება. თუ ნებას მომცემთ, უკომენტაროდ დავტოვებ იმას, რა ხდება ევროსაბჭოში და მოხარული ვიქნები ნებისმიერ საკითხზე საუბრის, რაც ევროკავშირის საბჭოს კონტექსტს ეხება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24