პოლიტიკა
24.11.22 13:40
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა, შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ფრანსუა ბაუსხთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ვიცე-პრემიერს საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს შესახება ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ესაუბრა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.
ლუქსემბურგულმა მხარემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.
„ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. გვქონდა საგნობრივი განხილვა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მასპინძელმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს როგორც ნატოს წევრობას, ასევე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. დაინტერესდნენ საქართველოს ხედვით ევროპული უსაფრთხოების შესახებ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური ვიზიტით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებიან.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0129.03.24
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24