პოლიტიკა

“ესაა ოლიგარქთა შორის ბრძოლა, ვის მეტი გავლენა და მეტი ფინანსური რესურსი ექნება” – ანრი ოხანაშვილი “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე

24.11.22 16:00


ეს არის ბრძოლა ფინანსებისთვის, გავლენებისთვის, რაც არ არის დემოკრატიული პროცესი, არავითარი კავშირი არ აქვს პარტიული კულტურის დემოკრატიულ განვითარებასთან, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს.

 

“ქართული ოცნების” წევრის შეფასებით, აღნიშნულ პროცესებს მიმოხილვა არ სჭირდება, რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მიმოხილვა აღარ სჭირდება. ხელის გულზე დევს ის პროცესი, როგორ ხდება ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველად პარტიის გამოყენება. ეს არის ბრძოლა ფინანსებისთვის, გავლენებისთვის, რაც არ არის დემოკრატიული პროცესი, არავითარი კავშირი არ აქვს პარტიული კულტურის დემოკრატიულ განვითარებასთან.

 

ესაა ოლიგარქთა შორის ბრძოლა, ვის მეტი გავლენა ექნება, ვის მეტი ფინანსური რესურსი ექნება და შესაბამისად, სამწუხარო რეალობაა, როდესაც სიდიდით ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ხდება არა პოლიტიკური პარტიის კულტურის განვითარებაზე, არამედ ოლიგარქთა ძალაუფლების გადანაწილებაზე ზრუნვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები