ანალიტიკა

აფხაზეთში ახალგაზრდა პოლიტიკოსები ერთიანდებიან დამპყრობლებისა და სომეხი ჩამოსახლებულებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ დეოკუპაციის გარეშე ეს არარეალურია!

25.11.22 11:20


2022 წლის 23 ნოემბერს სოხუმში ახალი სამოქალაქო ასოციაციის „საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების კრების“ ყრილობა გაიმართა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს აერთიანებდა ოკუპანტებისა და მათი მარიონეტების პოლიტიკის მიუღებლობა აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის (კერძოდ ბიჭვინთის) გადაცემასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საზოგადოებრივი უკმაყოფილების ჩახშობის სურვილი არასამთავრობო ორგანიზაციების "უცხოურ აგენტებად" შერაცხვა.

 

აშკარაა, რომ აუდიტორიას არ შეეძლო ღიად გაეკრიტიკებინა რუსეთი, რომელმაც აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და როგორც ასეთი, ყალბი „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული პროექტი. თუმცა ქართველოფობია, რომელიც, როგორც წესი თან სდევს აფხაზეთის ყველა ყრილობას, აქ საოცრად ზომიერი იყო და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. ფაქტობრივად, ახალგაზრდა აფხაზი პოლიტიკოსები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ საქართველო კი არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ხალხის მომავალს, არამედ სრულიად განსხვავებული ძალები.

 

ყრილობას ასევე ესწრებოდა ადგურ არძინბა, აფხაზეთის სახალხო მოძრაობის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაბედული განცხადება გააკეთა სომეხი კრიმინალური ავტორიტეტის რუბენ ტატულიანის მიერ სეპარატისტული „მოქალაქეობის“ საეჭვო შეძენის შესახებ. მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ყრილობამ გააერთიანა აფხაზეთის ახალგაზრდა პოლიტიკოსები და თუ ცოტა ხნის წინ მსგავს ყრილობაზე იგი ყველაზე ახალგაზრდა გამომსვლელად ითვლებოდა, ახლა, ალბათ უკვე ყველაზე უფროსია.

 

ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან ყრილობა ორგანიზებული იყო ახალგაზრდების მიერ, რომელთაც სული არ აქვთ დამძიმებული ქართველი ძმების მკვლელობით, ძარცვითა და სხვა დანაშაულებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი იყო 1992-1993 წლების ომის სეპარატისტი ვეტერანების შვილი, ისინი აშკარად იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით თუ რა ფორმით მიიღეს  მათმა მამებმა ამ ომის შედეგები...

 

ცხადია, აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში, იმისათვის, რომ მათთვის არ დაებრალებინათ „საქართველოსთვის მუშაობა“, ყრილობაზე მისი მონაწილეები იძულებულნი იყვნენ დადებით კონტექსტში მოეხსენებინათ აფხაზური სეპარატისტული პროექტის ორგანიზატორები, იგივე ვლადისლავ არძინბა. მაგრამ ამავდროულად  ცალსახად ასკვნიდნენ - დღევანდელი სეპარატისტული ხელისუფლება უიმედოდ დამპალია. იგივე ადგურ არძინბამ განაცხადა:

 

„ეს სისტემა, რომელიც ვლადისლავ არძინბამ და მისმა თანამოაზრეებმა დიდი ენთუზიაზმით შექმნეს, რომელიც სიმართლე გითხრათ, საბჭოთა ნომენკლატურის არა საუკეთესო ნარჩენების ხელში აღმოჩნდა, ავტონომიური რესპუბლიკის აზროვნებით, ძირამდე დამპალია. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ვერ მოგიყვანთ მსოფლიოში არსებული ვერც ერთი წარმატებული სახელმწიფოს მაგალითს, რომელიც დაფუძნებულია ინტრიგაზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, როცა სოციალური კავშირები არ მუშაობს, როცა უბრალო გლეხს, თუნდაც საოცარი გონებრივი შესაძლებლობების მქონეს, წინ წაწევის არავითარი შანსი არ გააჩნია...»

 

თუმცა, ჭკვიანმა აფხაზებმა კარგად იციან, რომ ვლადისლავ არძინბა და მისი თანამოაზრეები იგივე საბჭოთა ნომენკლატურაა.  იმაზე საუბარი თუ რატომ არის მისი „საუკეთესო“ ნარჩენები უფრო სასურველი, ვიდრე „არა საუკეთესო“, იგივეა რაც გაარჩიო ერთი და იგივე კანალიზაციის ნარჩენების ტიპები.

 

ადგურ არძინბამ თავისი დიდი გამოსვლა დამაჯერებელი სიტყვებით დაასრულა: „აფხაზეთი აღდგება. როგორც ამბობენ, გათენებამდე სიბნელეზე უფრო უიმედო სიბნელე არ არსებობს." აქ შეგვიძლია სრულად დავეთანხმოთ ადგურ არძინბას. თუმცა, თავის გამოსვლაში ადგურ არძინბამ კრიტიკულად ისაუბრა ქართველი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რაც ადასტურებს აფხაზების ცხოვრების არარეალურობას საქართველოს ფარგლებს გარეთ. ადრე თუ გვიან, აფხაზ პოლიტიკოსებს მოუწევთ შეეგუონ იმ აზრს, რომ აფხაზეთი აღდგება ერთიან საქართველოში, მოძმე ქართველ ხალხთან ერთად!

 

საინტერესოა, რომ სეპარატისტული ხელისუფლების „ოფიციალური“ მოვლენებისგან განსხვავებით, სადაც ყოველ გამოსვლაში „სავალდებულო“ იყო ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერა, უფრო სწორედ, რუსული აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ, ახალგაზრდა აფხაზი პოლიტიკოსები ყველანაირად ცდილობდნენ ამ თემის თავიდან აცილებას.  გასაგებია, ფაქტობრივად, რატომ გადაწყვიტა კრემლმა უკვე მთელი აფხაზი ახალგაზრდობის უკრაინაში "სასასაკლაოზე" გადაგზავნა. ამიტომ, უკრაინის ომის თემა აფხაზებს უბრალოდ აშინებს, ამაზე ზედმეტად საუბრისაც კი ეშინიათ.

 

ჯერჯერობით აფხაზი ახალგაზრდების გენოციდი მხოლოდ ცივმა ამინდმა და ზამთრის დაწყებამ დააყოვნა. ოკუპანტებსაც კი ესმით, რომ უკრაინულ სტეპებში ყინვის პირობებში აფხაზეთიდან გადაგზავნილი „საზარბაზნე ხორცი“-სგან, რომელიც მსგავს პირობებს მიუჩვეველია, განსაკუთრებულ სარგებელს ვერ მიიღებენ, ეს მხოლოდ ზედმეტ თავის ტკივილს მოიტანს გაყინულების გამო.

 

მაგრამ რუსეთში, ზოგიერთი ცნობით, მზადდება ტოტალური მობილიზაციის ახალი ტალღა უკრაინის ომისთვის, სადაც გაცემული იქნა ბრძანება, პირველ რიგში, ეროვნული უმცირესობებისა და "არარუსი" ხალხების გაგზავნა. ოსები და აფხაზები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, ნამდვილად ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან. რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ახალი ტალღის ქვეშ, რომელიც 2023 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, სოხუმში სეპარატისტებს დაევალათ "წინასამობილიზაციო ღონისძიებების“ ჩატარება, რათა როცა ოკუპირებულ აფხაზეთში მობილიზაცია ოფიციალურად გამოცხადდება, ვერავინ აიცილოს თავიდან უკრაინაში სასაკლაოზე გაგზავნა. უკრაინაში გასაგზავნად „განწირულ“ აფხაზთა ნაცვლად კი აფხაზეთში უკვე იგეგმება ახალი მოსახლეობის შეყვანა.

 

აფხაზი ხალხის გენოციდის ამგვარ სცენართან დასაპირისპირებლად, ახალგაზრდა აფხაზი პოლიტიკოსები სასწრაფოდ უნდა გაერთიანდნენ და რეალური ბრძოლა წამოიწყონ დამპყრობლებისა და ჩამოსახლებულთა ბატონობის წინააღმდეგ, სასწრაფოდ მოძებნონ გზა მოძმე ქართველ ხალხთან შერიგებისა და საქართველოს ერთიანობის აღდგენისთვის. მხოლოდ აფხაზეთისა და საქართველოს ერთიან სახელმწიფოში რეინტეგრაცია გადაარჩენს აფხაზ ხალხს გენოციდისგან.

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები