პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალურ ოპოზიციას რომ ქვეყანაში მშვიდობა არ მოსწონს, ეს ახალი არ არის

30.11.22 15:00


რადიკალურ ოპოზიციას რომ ქვეყანაში მშვიდობა არ მოსწონს, ეს ახალი არ არის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„რადიკალურ ოპოზიციას რომ არ მოსწონს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ეს ახალი არ არის. მათ რომ არ მოსწონთ ეკონომიკური ზრდა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარების ის პროცესი, რაც ქვეყანაში გვაქვს, ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენი პასუხი ამაზე არის ის, რომ განვაგრძობთ საქმის კეთებას, იმაზე მუშაობას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება და ნაკლებ დროს დავუთმობთ იმას, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს ოპოზიციას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ იქნება. კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ, როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები