პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ, რათა განვახორციელოთ იმპლემენტაცია და გავაძლიეროთ მხარდაჭერა, რომელზეც შევთანხმდით

30.11.22 18:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრს ნატოს მოკავშირეები მიესალმნენ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან და მოლდოვასთან ერთად ბუქარესტის მინისტერიალის ბოლო სესიაზე, სადაც ჩვენ დავაფიქსირეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა სამივე პარტნიორის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინის მაგალითზე ნასწავლი მაგალიათია, რომ ამ პარტნიორებს უნდა დავეხმაროთ - ამის შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია რაც უფრო მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ამ სახელმწიფოებს, რომლებიც განსხვავებულები არიან, მაგრამ რუსეთის მხრიდან სხვადასხვა გზით განიცდიან ზეწოლას. გაცილებით უკეთესია, რომ მათ ახლა დავეხმაროთ, ვიდრე მაშინ როდესაც მოვლენები აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით ვითარდება, როგორც ეს წლის დასაწყისში უკრაინაიში რუსეთის შეჭრით ვნახეთ.

 

სხვათა შორის ეს არის ერთ- ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში გვაქვს წვთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ათეულობით ნატოს ექსპერტთან ერთად. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ახალი ვალდებულებები აიღეს მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ვინაიდან ჩვენს გვსურს ხანგრძლივი თანამშრომლობა საქართველოსთან და ჩვენ ვიყენებთ ნატოს ოფისს, წვრთნისა და შესაფების ერთობლივ ცენტრს, რათა ზუსტად ეს გავაკეთოთ. ნატოს ქვეყნებმა დააფიქსირეს მათი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამავე დროს მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ, რათა განვახორციელოთ იმპლემენტაცია და გავაძლიეროთ მხარდაჭერა, რომელზეც შევთანხმდით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები