პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი - მივესალმებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაუგზავნოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიას, ვიმედოვნებთ, ეს მოსაზრება პარლამენტს მალე გადაეცემა

01.12.22 12:20


საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პარლამენტის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას მიესალმება.

 

ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო მოკლე დროში მიიღებს ვენეციის კომისიისგან მოსაზრებებს.

 

„ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაუგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიას, მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დამდგენს ეკითხებიან მოსაზრებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოსაზრება საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე გადაეცემა და შემდგომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული კანონის საბოლოოდ მიღებამდე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები