პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ევროკავშირისა და უნგრეთის ურთიერთობაში ჩვენ ნუ ჩავერევით, ნუ დავესხმებით თავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს

01.12.22 14:00


ღიმილისმომგვრელია, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ მედიაში, მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრი იყო ჩასული ბუდაპეშტში, წარიმართება აქტიური კამპანია ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის, უნგრეთის წინააღმდეგ. გირჩევდით, რომ ეს კამპანია არ გააგრძელოთ, მათ შორის პრაგმატული მიზეზის გამო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, საქართველოს ევროკავშირთან საკუთარი დღის წესრიგი და ამოცანები აქვს.

 

„თქვენ თუ გინდათ, რომ საქართველომ მიიღოს მაგალითად კანდიდატის სტატუსი და იცით, რომ კონსესუსის წესით მიიღება ეს გადაწყვეტილება, უნგრეთი თუ არ დაეთანხმება, ვერც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ვერც მერე გაგრძელდება ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში. ასე რომ, ნუ დაესხმებით თავს ევროკავშირის წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის და უნგრეთის ურთიერთობას, ეს არის მათი საქმე და ბუნებრივია, ეს საკითხები მოგვარდება მათ შორის. ჩვენ ნუ ჩავერევით ამაში და ნუ დავესხმებით თავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, 12 პუნქტი და კეთილსინდისიერად მივყვებით მას, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც სართოდ არ ერთვება ამ 12 პუნქტის შესრულებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთი და ევროკავშირი ერთმანეთში მოაგვარებენ ურთიერთობას.

 

„უნგრეთს საერთოდ სხვა რეალობა აქვს, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირი-უნგრეთის ურთიერთობას, იმდენად სპეციფიკურია ეს ყველაფერი, რომ საქართველოზე განზოგადებადი არც არის, მათ შორის ამ 7,5 მილიონის საკითხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანები, შეთანხმებული დღის წესრიგი ევროკავშირთან, 12 პუნქტი, ასოცირების დღის წესრიგი, არავითარ კავშირში არ არის ეს უნგრეთთან. უნგრეთი და ევროკავშირი ერთმანეთში მოაგვარებენ ურთიერთობას და სასურველია, არ დაესხათ თავს ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ჩვენ ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან. ეს არის ჩვენი ამოცანა, არის 12 პუნქტი, ასოცირების დღის წესრიგი და მივყვებით ამას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მედიაში 30 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები