პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არავითარი მიზეზი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

02.12.22 11:00


ამ წუთას არავითარი მიზეზი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველას კარგად ესმის და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას აბსოლუტური ყურადღება ექცევა.

 

„არათუ ლუპით ხდება დაკვირვება ამ კაცის ჯანმრთელობაზე, არამედ მიკროსკოპით. რასაკვირველია, ყველას კარგად ესმის ამ საკითხზე პასუხისმგებლობა და პოლიტიკური მნიშვნელობით მისი წონაც. აბსოლუტური ყურადღება ექცევა ამ ადამიანის ჯანმრთელობას. მას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, ვიღაც ამბობს ფსიქიატრიული პრობლემებიაო, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ საკითხებზე აუცილებლად მიუკერძოებელმა ექიმებმა უნდა ისაუბრონ.

 

ამ წუთას არავითარი მიზეზი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, მისი მდგომარეობა ნამდვილად არ არის ისეთი, რომელსაც პირადად წმინდა ადამიანური და ჰუმანური ფაქტორებიდან გამომდინარე ვისურვებდი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები