პოლიტიკა
02.12.22 14:00
ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, იოჰან ვადეპულის განცხადებით, გერმანია საქართველოს მეგობარია და ის მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამის შესახებ მან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო თუ იმგვარად განვითარდება, როგორც გასული თვეების განმავლობაში, ხედავს რეალურ შანსებს, რომ სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანდება.
„ქართველ კოლეგებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ურთიერთობები პარლამენტთან, პოლიტიკოსებთან. რეალურად შემიძლია ვთქვა, რომ გერმანია საქართველოს მეგობარია. ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. და საქართველო თუ გვიერთდება და მხარს უჭერს უკრაინას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის და ასევე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელსაც ერთად ვიცავთ. ასე რომ, ამის საფუძველზე, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე დისკუსიებში, თუ როგორ უნდა წარიმართოს გაფართოების პროცესი, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. გერმანიაში თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ, რომლებსაც სურთ, ნახონ საქართველო კანდიდატის სტატუსით. ეს მოითხოვს გარკვეულ დროს. საქართველო თუ იმგვარად განვითარდება, როგორც ამას გასული თვეების განმავლობაში აკეთებდა, მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში“, – განაცხადა ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ბერლინში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება
18:0008.02.23
-
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან კიდევ 40 მაშველი გაემგზავრა
17:3008.02.23
-
17:0008.02.23
-
16:3008.02.23
-
თეონა აქუბარდია: ბევრი დაყოფის მიუხედავად, უნდა შევჯერდეთ ერთზე, ქვეყნისა და ერის ინტერესზე
16:0008.02.23
-
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს
15:3008.02.23
-
15:0008.02.23
-
14:3008.02.23
-
ფაშინიანი ერდოღანს ესაუბრა – სომხეთი თურქეთში მაშველებს გზავნის
14:0008.02.23
-
13:3008.02.23
-
13:0008.02.23
-
12:3008.02.23
-
სეპარატისტი ვარდანიანისთვის მხოლოდ სომხების სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა?
12:0008.02.23
-
11:4008.02.23
-
ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო დერეფნის „გილიან უფსკრული“ ძალიან სწრაფად მოიხსნება
11:2008.02.23
-
11:0008.02.23
-
10:4008.02.23
-
შს სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავების კადრებს და ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
10:2008.02.23
-
10:0008.02.23
-
თბილისის მერი თურქეთის საელჩოს ესტუმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
18:0007.02.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
17:4007.02.23
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა
17:2007.02.23
-
ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა
17:0007.02.23
-
16:4007.02.23
-
16:2007.02.23
-
ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სააკაშვილის საკითხს ეხმაურებიან
16:0007.02.23
-
ხატია დეკანოიძე - არ ვემხრობი საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას
15:3007.02.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
15:0007.02.23
-
14:3007.02.23
-
14:0007.02.23
-
კარასინი სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობას აანონსებს
13:4007.02.23
-
თაკო ჩარკვიანი - საპარლამენტო ბოიკოტს ვუერთდები, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება
13:2007.02.23
-
ალექსანდრე ელისაშვილი: ვეტერანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული
13:0007.02.23
-
12:3007.02.23
-
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
12:0007.02.23
-
დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ელჩთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრა
11:3007.02.23