ანალიტიკა

ნიურნბერგი-2 სეპარატიზმზე - ყველა, ვინც სეპარატიზმის ორგანიზება მოახდინა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგებიან!

03.12.22 19:30


კრემლი აშკარად ვერ ახერხებს „უკრაინის კაპიტულაციის“ მიღწევას და მოლაპარაკებებსაც კი „სამხედრო შესვენების“ მიზნით. პირიქით, ოფიციალური კიევის პოზიცია კიდევ უფრო მტკიცე და უკომპრომისო გახდა. მათი ტერიტორიების სრული დეოკუპაციის გარეშე, უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ უარს აცხადებს  კრემლთან მოლაპარაკებაზე. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა  რუსეთის ფედერაცია შემდგომ იზოლაციამდე მიიყვანა საერთაშორისო დონეზე და გამოიწვია ის, რომ იგი ევროკავშირში ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად იქნა აღიარებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებზე. ამის გაცნობიერება „უძველესი ეროვნებისა და პროფესიის“ პროპაგანდისტებსაც უწევთ.

 

კრემლის მთავარი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის გამოსვლებში პანიკური ინტონაცია შეინიშნება. კერძოდ,  ვლადიმერ სოლოვიოვის თოქ-შოუში მარგარიტა სიმონიანი უკვე გვაფრთხილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთის ფედერაციის დამარცხების შემთხვევაში, ჰააგის ტრიბუნალი ელოდება აგრესიაში მონაწილე ყველა პირს.

 

„თუ ჩვენ მოვახერხეთ წაგება, ჰააგა, პირობითი თუ კონკრეტული, დამლაგებელსაც კი ელოდება, რომელიც კრემლის კედლის უკან ქვაფენილს ასუფთავებს. ჩვენ რა სარგებელი გვაქვს იქიდან, დარჩება თუ არა კიევის კიდევ ერთი უბანი ელექტროენერგიის გარეშე? წარმოუდგენელია კატასტროფის მასშტაბები, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ჩავარდება, თუ ამას [დამარცხებას] მოვახერხებთ.", — განაცხადა სიმონიანმა.

 

მარგარიტა სიმონიანის გამოსვლის შემდეგ, ცნობილი რუსი ოპოზიციური ბლოგერი ანატოლი ნესმიანი თავის სტატიაში „შიში“ წერს იმის შესახებ, რომ ყველა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაში მონაწილეობს, დაექვემდებარება ნიურნბერგის მსგავს საერთაშორისო ტრიბუნალს (https://telegra.ph/Strah-12-01-4). უფრო მეტიც, ის განმარტავს, რომ პასუხისგება მოუწევთ  არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციის მიერ ადრე ოკუპირებული უცხო ტერიტორიების სეპარატიზმის მხარდაჭერისთვის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხივალის რეგიონში: „რუსეთზე საერთაშორისო ტრიბუნალის თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით (აქ, რა თქმა უნდა გათვალისწინებულია არა მხოლოდ 24 თებერვლის შემდგომი მოვლენები, არამედ ყველა წინა, 2014 წლიდან დაწყებული) - სულაც არ წამოჭრილა შემთხვევით.

 

სამართალი, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - დასავლეთის ეს მოტივები კითხვებს არ ბადებს. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უკვე დღის წესრიგშია.

 

მოგეხსენებათ, ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა თავისი სხვადასხვა წარმომადგენლის მეშვეობით, რომ რუსეთისთვის ჩამორთმეული თანხები (ზუსტი ოდენობა არც თუ ისე ნათელია, რადგან საუბარია სახელმწიფო, კორპორატიულ და კერძო ყადაღებზე და ის უკვე იზომება ასეულობით მილიარდი  დოლარით) ზოგადად, ამ თანხების ასე მარტივად გამოყენება  შეუძლებელია ხმამაღლა გამოთქმული უკრაინის აღდგენის მიზნებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ დასავლეთს ნამდვილად არ სურს შექმნას არა მხოლოდ პრეცედენტი, არამედ მექანიზმი ამ სახის ამოღებისა და გადანაწილებისთვის. წინასწარ არავინ იცის თუ რა მოყვება ამას მომავალში, ამიტომ საკუთრების უფლება - წმინდა უფლება - არ შეიძლება გაცვალოთ მიმდინარე ტაქტიკურ ამოცანაში.

 

მსგავსი გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი, მაგრამ უპრეცედენტო ანუ მექანიკურად არ შეიძლება გადავიდეს სხვა მოვლენაზე. ფაქტია, რომ დასავლეთის ნაწილი ლეგალურად მდებარეობს კონტინენტური სამართლის ზონაში, ნაწილი კი პრეცედენტული სამართლის ზონაში. ამიტომ, ზოგადი მიდგომა უკვე გაჩნდა. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დადგეს, მაგრამ თავად სასამართლოს უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური და ერთჯერადი ფორმატი, რათა სხვა სასამართლოებმა არ გამოიყენონ მისი გადაწყვეტილება, როგორც პრეცედენტი.

 

ასეთი სასამართლოს უახლოესი ანალოგი არის ნიურნბერგის ტრიბუნალი, რომელიც შეიქმნა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის რეგულარული დაწესებულება და შეწყვიტა ფუნქციონირება განაჩენის გამოტანისა და მისი აღსრულების შემდეგ. ამავე დროს, ტრიბუნალის იურისდიქცია მკაცრად შეზღუდული იყო მისი წესდებით.

 

ლოგიკურია, რომ ეს თემა ახლა ამოტივტივდა, მით უმეტეს, რომ მიზეზი ნამდვილად არსებობს. ანალოგიები საკმაოდ გამჭვირვალეა და შესაბამისად მიდგომა თითქმის უზადოდ გამოიყურება.

 

რა თქმა უნდა, ამ მიდგომას აქვს რამდენიმე სუსტი რგოლი. ჯერ ერთი, ასეთი ტრიბუნალის გამართვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კრემლის ცალსახა დამარცხების, ხელისუფლების რეჟიმის შეცვლისა და ყველა იმ პირის ექსტრადიციის შემდეგ, ვინც ამ ტრიბუნალში ბრალდებულად გამოიძახეს. ცხადია, ეს შეუძლებელია რეჟიმის შეცვლის გარეშე. ტექნიკურად, დაუსწრებელი განაჩენის გამოტანაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაზე ექსტრემალური შემთხვევაა თუ დღევანდელი რეჟიმი მარცხის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას მოახერხებს. სიტუაცია მეტად ჰიპოთეტურია, მაგრამ შესაძლებელია.

 

მეორე სუსტი რგოლი  - "ვინ არიან მოსამართლეები?" რაში მდგომარეობს პრობლემა? გაერო-ს ეგიდით ასეთი ტრიბუნალის გამართვა სირთულეს წარმოადგენს, სანამ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრია (უფრო მეტიც, მუდმივი წევრი, ვეტოს უფლებით). ჩინეთის პოზიციის პროგნოზირებაც ძალიან რთულია. ეუთოს ეგიდით - სავარაუდოა, ალბათ, მაგრამ ეს ევროპული სტრუქტურაა და ჩამორთმეული აქტივები არა მხოლოდ ევროპაშია განთავსებული. გამარჯვებული ზესახელმწიფოების ერთობა? - ესეც საეჭვოა, რადგან ამისათვის საჭიროა რუსეთის ოკუპაციის ფაქტი, რასაც არავინ აპირებს.

 

პრობლემა ნამდვილად არ არის მარტივი, რადგან იურიდიულად უდავო კონსტრუქციაა საჭირო და ის ჯერ კიდევ არ არის შექმნილი.

 

არის სხვა გაუგებარი მომენტებიც, მაგრამ პირველი ორიც საკმარისია იმის გასაგებად თუ რა მიმართულებით განვითარდება ყველაფერი.

 

ჯერ ერთი, რუსული პროპაგანდის საყვარელი ზღაპარი იმის შესახებ, რომ დასავლეთი დაიღლება (ან როგორც ვარიანტი დახმარების მარაგი ამოეწურება, გაიყინება ან თუნდაც მოკვდება მძიმე კრიზისში, როდესაც უკრაინის თავი აღარ ექნება)-ეს ზღაპარია. არავინ არაფერს შეაჩერებს. დიახ და სისულელეა ახლა, როდესაც შედეგი უკვე აშკარაა, ასეთი მომგებიანი საქმის მიტოვება.

 

მეორეც, უნდა ველოდოთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს პრობლემა ომის დამნაშავეების ექსტრადიციის პრობლემასთან ერთად მოგვარდება - კრემლში რეჟიმის შეცვლის გზით. თუ ეს მოხდება, მაშინ „პუტინის შემდგომი“ მომავალი  მთავრობა სიამოვნებით გადმოსცემს ყველას, ოღონდაც რუსეთი „ამოაგდოს“ არსებული სანქციებიდან. ის უშიშროების საბჭოში ისე მისცემს ხმას, როგორც გამარჯვებულებს დასჭირდებათ: ტრიბუნალისთვის, ექსტრადიციისთვის, ნებისმიერი ვერდიქტის შეთანხმებისთვის. ჰოდა, აქ ახალი არაფერია - "ვაი დამარცხებულს!"

 

მაშასადამე თანმიმდევრობა, როგორც ჩანს ზუსტად ასეთია - ჯერ სამხედრო მარცხი, შემდეგ პოლიტიკური მარცხი 1991 წლის მდგომარეობით ყველა ტერიტორიის დაბრუნებით (ამავდროულად ეს გავლენას მოახდენს დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზეც, შეიძლება მოუწიოთ ბალტების მოთხოვნების დაკმაყოფილება - გაიხსენეთ, როგორ დაჰპირდა პუტინი მკვდარი ვირის ყურებს და არა პიტალოვსკის რაიონს - ეს ასევე ეჭვგარეშეა). ამას მოსკოვში რეჟიმის შეცვლის მცდელობა მოჰყვება და მხოლოდ ამის შემდეგ - ტრიბუნალის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა და ჩამორთმეული ქონების ბედი. ქონებისა, რომელიც უკვე ჩამორთმეულია და ქონებისა, რომელიც სამომავლოდ გადასახდელად იქნება წარმოდგენილი.

 

ახლა ეს რაღაც არარეალური ჩანს, მაგრამ ვის შეეძლო თუნდაც 23 თებერვალს დარწმუნებით ევარაუდა, რა მოხდებოდა მეორე დღეს? მაგრამ ეს მოხდა. ” სტატიის დასასრული.

 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნიურნბერგ-2, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგების შემდეგ, შეიძლება გახდეს სეპარატიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალი და უკრაინელ ოფიციალურ პირებს უკვე მიჰყავთ მსოფლიო საზოგადოება ამ აზრამდე.

 

კერძოდ, უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა ელენა კონდრატიუკმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყველა დეპუტატმა და რუსეთის ფედერაციის ფედერაციული საბჭოს სენატორებმა, რომლებმაც ხმა მისცეს ყირიმის ანექსიას და დონბასის სეპარატისტული „რესპუბლიკების“ ყალბი „დამოუკიდებლობის“ „აღიარებას“, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ, მაგრამ არა მხოლოდ ისინი. რა თქმა უნდა, როგორც რუსი ოფიციალური პირები, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციონერები, მათ შორის სერგეი ლავროვი-კალანტაროვი და პროპაგანდისტები, როგორიცაა მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც მოაწყო უკანონობის "დიპლომატიური საფარი", აუცილებლად გამოცხადდებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე.

 

თუმცა, სეპარატიზმის მხარდაჭერა, რამაც გამოიწვია უკრაინის ამჟამინდელი ომი, არა  2014 წელს, არამედ ბევრად უფრო ადრე დაიწყო. პასუხისგება მოუწევთ არა მხოლოდ ყირიმისთვის და დონბასისთვის. ვინც მოაწყო სეპარატიზმი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამ სეპარატიზმის საბაბად გამოიყენა 2008 წელს ორგანიზებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგებიან. 1992-1993 წლებში აფხაზეთშიც პასუხისმგებლობას არ დაიშურებენ. მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი ხოჯალიში 1992 წელს და სოხუმში 1993 წელს.

 

საერთაშორისო სასამართლოს ვერც სეპარატისტული ხელისუფლების ამჟამინდელი წარმომადგენლები გაექცევიან, ისევე როგორც კოლაბორატორები „ადგილზე“. ბუნებრივია, მათ ვისაც გაუმართლებს და იცოცხლებს სასამართლო პროცესამდე და ვინც არ იქნება ლიკვიდირებული FSB-ის სეპარატიზმის „შინაური“ მფარველების მიერ. როგორც არასაჭირო მოწმეები.

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები