ანალიტიკა

სეპარატისტული ხვრელი დაიფარება - ლაჩინის დერეფანზე აზერბაიჯანული საბაჟო იქნება!

06.12.22 15:20


უახლოეს მომავალში კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგმება სეპარატიზმის, როგორც ასეთის აღმოსაფხვრელად. ამჯერად სეპარატიზმის გარე კვების არხი აზერბაიჯანულ ყარაბაღში იხურება, თუმცა არის იმედი, რომ მსგავსი ღონისძიებები საქართველოშიც გატარდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე.

 

არსებობს იმედი, რომ ამიერიდან რუსი სამშვიდობოების განლაგების ზონაში ლაჩინის დერეფნის გასწვრივ საქონლისა და ტვირთის უკონტროლო ტრანსპორტირება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარსულს ჩაბარდება. ყველა ტვირთი აზერბაიჯანის მხარეს საბაჟო შემოწმებას გაივლის. უფრო მეტიც, ამის შესახებ არა ვინმემ, არამედ ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდრეი ვოლკოვმა განაცხადა.

 

ვოლკოვის თქმით, „მინი-საბაჟო“ იმუშავებს რუსეთის პირველ საგუშაგოზე, რომელიც მდებარეობს ხანკენდი-გორისის გზატკეცილზე აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან.

 

„ახლა ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას აზერბაიჯანულ მხარესთან მინი-საბაჟო ოფისის შექმნაზე, რომ ჩვენს პირველ პოსტზე სპეციალური აღჭურვილობა დავაყენოთ. ამის შესახებ გენერალმა ვოლკოვმა აზერბაიჯანის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

”ჩვენ არ გვქონდა შემოწმების ტექნიკური საშუალებები,” - განმარტა ანდრეი ვოლკოვმა და აღწერა თუ როგორ ამოწმებდნენ რუსი სამხედროები ადრე ლაჩინის დერეფანზე გამავალ მანქანებს, უბრალოდ საბარგულების გახსნით და ვიზუალური დათვალიერებით.

 

მაგრამ საქმე ისაა, რომ რუს სამშვიდობოებს- სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აქვთ უფლება განახორციელონ საბაჟო ფუნქციები, ეს მათი მოვალეობა არ არის. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საბაჟო ინსპექტირების განხორციელება მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეუძლია და სხვას არავის. შესაბამისად, ლაჩინის დერეფანზე საბაჟო პუნქტის აღჭურვა მხოლოდ აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურს შეუძლია. ანუ, საბაჟო პუნქტი, რომელზეც ვოლკოვი საუბრობს, აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს დაექვემდებარება.  

 

გასაგებია, რომ სიტყვა „მინი“ საბაჟო პუნქტთან მიმართებაში გენერალმა ვოლკოვმა მხოლოდ სომეხი ნაციონალისტების დასამშვიდებლად გამოიყენა. მაგრამ რამდენად „პატარა“ ან „დიდი“ იქნება საბაჟო ლაჩინის დერეფანზე, ეს აზერბაიჯანის ხელისუფლების გადასაწყვეტია.  ბევრ რამეში ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შეუფერხებელი იქნება საქონლისა და ტვირთის ტრანზიტი სხვა დერეფნის – ზანგეზურის გავლით.

 

ჯერჯერობით ეს დერეფანი არ ფუნქციონირებს, თუმცა ზანგეზურის დერეფნის გახსნა თავიდან ლაჩინის არსებობას უკავშირდებოდა. აზერბაიჯანს აქვს სრული უფლება განახორციელოს ყველაზე მიკერძოებული და მკაცრი ექსპერტიზა საქონლისა და ტვირთის მიმართ, რომელიც მის ტერიტორიაზე ლაჩინის დერეფნის გავლით შემოდის. რათა გამოირიცხოს ხანკენდში შემოსული იარაღის უკანონო გადატანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მიუხედავად შეთანხმებებისა არალეგალური სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ.

 

ასევე, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აზერბაიჯანულმა მხარემ სწორედ ეხლა დააყენა ლაჩინის დერეფნის მიმავალი საქონლის საბაჟო ინსპექტირების საკითხი, რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა აღწერა:

 

„აზერბაიჯანი ძალიან უკმაყოფილოა, რომ რუბენ ვარდანიანი, ყარაბაღის სომხური თემის სათავეში მოსვლისთანავე შეუდგა ფულის შოვნას ყარაბაღის ტერიტორიაზე ოქროს მაღაროს ექსპლუატაციის გზით. აზერბაიჯანიც, გაეროც და რუსეთიც მას აზერბაიჯანის საკუთრებად მიიჩნევენ. ვარდანიანი ღამით სატვირთო მანქანებით ახორციელებს მადნის ტრანსპორტირებას. ეს ბიზნესი, რა თქმა უნდა, დიდი ხანია დარეგისტრირებულია რომელიმე ფირმაზე შვეიცარიაში. მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ამჟამად იქ ყველაფერს ვარდანიანი მართავს.

 

ამის საფუძველზე აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გადაკეტა ყარაბაღიდან სომხეთისკენ მიმავალი გზა, რომლითაც სატვირთო მანქანები მადანს ატარებენ.  ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ვარდანიანის გამდიდრებისთვის მადნით სატვირთო მანქანების გარდა, რიგითი სომხებიც დადიან.

 

წარმოიქმნა კრიზისი. საჭირო გახდა რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელის ჩართვა. როგორღაც თავი გავართვით. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მომდევნო კრიზისი სწრაფად განმეორდება.  საკითხის მოგვარებას მხოლოდ გენერალი ვერ შეძლებს. ”

 

ცალკე საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს ლაჩინის დერეფანზე სრულფასოვანი საბაჟო კონტროლის დაწესების შემდეგ, არის სასაზღვრო კონტროლი. ვინაიდან, 44-დღიანი ომის შემდეგ, აღნიშნული დერეფნის გამოყენებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეღწევის მიზნით, გარდა ამგვარი უფლების მქონე სომეხი ეროვნების ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეებისა, ცდილობენ ექსტრემისტები და ტერორისტები, ისევე როგორც ირანის სპეცსამსახურები. ასევე, სრულიად არასამშვიდობო მიზნებით უკანონოდ გადაადგილდებიან პირები, რომლებსაც თავდაპირველად არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ყარაბაღის სომხებთან და რომლებიც მოდიან მხოლოდ სეპარატიზმის მხარდასაჭერად. როგორიც არის იგივე რუსი, სომხური წარმოშობის მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა "შეგზავნილი".

 

ამავდროულად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის საბაჟო პუნქტის პრეცედენტი ლაჩინის დერეფანზე, რადგან აახლოებს იმ დღეს, როდესაც საქართველოს საბაჟო პუნქტები როკის გვირაბთან გაჩნდებიან, საქართველოს ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციისკენ მიმავალ გზაზე. ასევე საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე მდინარე ფსოუზე.

 

 

ცოტნე დადიანი

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები