პოლიტიკა
06.12.22 17:00
თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მათვე ცნობით, საქართველოს და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა რობერტო გუალტიერის, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. იმედი მაქვს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
თბილისის მერმა წარმატებები უსურვა იტალიის დედაქალაქს საერთაშორისო გამოფენა EXPO 2030-ის მასპინძლობისთვის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით და გამარჯვება უსურვა.
რომის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელ კოლეგას ვიზიტისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ EXPO 2030-ის მასპინძლობა მისცემს საშუალებას რომს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა სხვადასხვა ქალაქთან, მათ შორის თბილისთან.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. იმედი მაქვს, მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს და განსაკუთრებით ჩვენს ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, „ექსპო 2030“ იქნება ერთგვარი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც განვითარდება არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი ურთიერთობები“, – აღნიშნა რობერტო გუალტიერიმ.
რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24