პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

07.12.22 15:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე ისაუბრეს.

 

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ლუქსემბურგთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ ქვეყანასთან, ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

 

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლუქსემბურგელ კოლეგებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესი გააცნო.

 

ლუქსემბურგის მხარემ საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ლუქსემბურგი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის წევრობის გზაზე.

 

შეხვედრაზე მხარეები ასევე სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, აგრეთვე, საქართველოს მზარდ სატრანზიტო როლსა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას შეეხნენ.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები